სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

რაციონალიზაცია

რაციონალიზაცია - ერთ-ერთი ფსიქოლოგიური დაცვითი მექანიზმი, რაც გამოიხატება საკუთარი არაცნობიერი სურვილების გონიერ (რაციონალურ) ახსნაში. მაგ., ადამიანს შესაძლოა ეშინოდეს ქუჩაში გასვლის, მაგრამ მოიმიზეზოს წვიმა, რის გამოც არ გადის. რეალური მიზეზი ამ შემთხვევაში არის შიში, თუმცა წვიმა შეიძლება მოდიოდეს და ეს ჭეშმარიტი მიზეზიც იყოს.
//ჭიჭინაძე ნონა. ქალის მენტალიტეტის ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური საფუძვლები,–[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002

რაციონალიზაცია - ფსიქოლოგიაში: გადაწყვეტილების მიღების შედეგად მისი ლოგიკური დასაბუთების კონსტრუირების პროცესი.
//ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა