სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) - შეიქმნა 1919 წელს ვერსალის შეთანხმების შესაბამისად. ერთა ლიგის ერთადერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს - ILO, დღეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციალიზირებული სააგენტო. მას აქვს საკუთარი წესდება, ჰყავს წევრები, საკუთარი ორგანოები, ბიუჯეტი და მომსახურე პერსონალი; მას გაეროსთან დადებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვავს მათ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას.
ILO სამ იდეაზეა დაფუძნებით შეიქმნა:
1. მშვიდობის დამყარება სოციალური სამართლიანობის გზით;
2. კოლექტიური შეთანხმებებისათვის უპირატესობის მინიჭება იზოლირებულ შეთანხმებებთან შედარებით;
3. იმ აზრის განვითარება, რომ არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მიიღოს სხვაზე მეტი უპირატესობ ასამუშაო პირობებისათვის სტანდარტზე დაბალი დონის მომიზეზებით.
ILO-ს ძირითადი საქმიანობაა, ჩამოაყალიბოს შრომითი სტანდარტები კონვენციების და რეკომენდაციების ფორმით, და იმის ზედამხედველობა, თუ როგორ ახორციელებენ მათ მთავრობები ეროვნულ დონეზე. მართალია, ეს შრომითი სტანდარტები თავისი ხასიათით შეიძლება ტექნიკური იყოს, ისინი აგრეთვე შეიცავენ ადამიანის უფლებათა კომპონენტს, რომელიც კონკრეტულად ქალების შრომით უფლებებს უკავშირდება.
//ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები,– კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი,– თბ., 2005
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა