სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

კვოტა

კვოტა - კვოტების იდეის საფუძველია, გადალახოს პოლიტიკისაგან ქალების იზოლირების არსებული მდგომარეობა და ჩართოს ქალები პოლიტიკურ პროცესში.
კვოტების სისტემა ქალების პოლიტიკაში ჩართვის პასუხისმგებლობას აკისრებს არა ცალკეულ ქალებს, არამედ იმ სტრუქტურას, რომელიც აკონტროლებს პოლიტიკაში რეკრუტირების პროცესს.
კვოტა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც მანამდე მოქმედებს, სანამ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ბარიერები დაიძლევა.
კვოტები შეიძლება იყოს სახელმწიფო კანონმდებლობით განსაზღვრული, ანდა შეიძლება იყოს შიდა პარტიული, ანუ პოლიტიკური პარტიების მიერ იყოს დაწესებული.
//ხომერიკი ლელა. ქალი და პოლიტიკა,–[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა