სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა

კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) - ECTS-ი არის სისტემა, რომლის მიზანია საგანმანათლებლო სისტემების გამჭვირვალობისა და ევროპის რეგიონში სტუდენტთა მობილობის გაუმჯობესება კრედიტების ტრანსფერის საშუალებით. ის ეფუძნება ძირითად დებულებას, რომ აკადემიური წლის განმავლობაში სწავლების საერთო დატვირთვა 60 კრედიტის ტოლია. 60 კრედიტი ნაწილდება კურსებზე ან მოდულებზე შესაბამისი სწავლების შედეგების მიღწევისათვის სტუდენტის დატვირთვის აღსაწერად. კრედიტის ტრანსფერი გარანტირებულია დეტალური ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერენ სტუდენტის მშობლიური უნივერსიტეტი, მასპინძელი უნივერსიტეტი და თავად მობილური სტუდენტი.
//კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
//უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა