სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ბერგი დევიდი

ბერგი დევიდი - ღვთის შვილთა გაერთიანების დამაარსებელი. იგი 1919 წელს დაიბადა მქადაგელთა ოჯახში.
40–იანი წლების შუა ხანებში იგი კურირებდა ერთ–ერთ ქრისტიანულ ჯგუფს არიზონაში, რომლის სახელი იყო „Christian and Missionary Alliance”, შემდეგ იგი ჩამოშორდა ამ ჯგუფს და გადასახლდა კალიფორნიაში, სადაც მან დაარსა ჯგუფი “Teens for Christ” და ამ გაერთიანებაში ბიბლიის სწავლებას ეწეოდა. როგორც ჩანს, დავიდ ბერგს იმთავითვე სჯეროდა, რომ იგი ღმერთის მიერ მოწოდებული იყო ესქატოლოგიური დროის წინასწარმეტყველად. 1968–69 წლებში მან საცხოვრებელი მანქანა – ფურგუნით შემოიარა ქვეყანა და ქადაგებდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მოედნებზე, კაფეებსა და სკოლების წინ. ასე შემოიკრიბა მან ჰიპების ერთი ჯგუფი და მათთან ერთად სახეტიალოდ გაემართა კანადაში. ეს ჯგუფი თან დაჰყვებოდა მას და მართავდა საჩვენებელ წარმოდგენებს. ერთმა რეპორტიორმა მათ „Children of God“ შეარქვა.
ჯგუფი დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებულად ცხოვრობდა და მთლიანად ემორჩილებოდა დევიდ ბერგსა და მის ოთხ ,,ბავშვს”. დევიდი აცხადებდა, რომ სიწმინდისა და ხსნის პოვნა მხოლოდ ღმერთის ნამდვილ წინასწარმეტყველთან, დევიდ ბერგთან და მის ოჯახში იყო შესაძლებელი. ამგვარ ქადაგებებს ისინი კონფლიკტურ სიტუაციაში შეჰყავდა ჰიპების დროის სხვა ჯგუფთან, რომელსაც ერქვა „Jesus-Peopal”. ცოტა მოგვიანებით მას რთული ურთიერთობა შექმნა აგრეთვე იმ ბავშვების მშობლებთან, რომლებიც მას შეუერთდნენ. ამ ბავშვებმა გაწყვიტეს სასწავლო პროცესი, კონტაქტი თავიანთ მშობლებთან და ყველაფერი, რაც გააჩნიათ გადასცეს დევიდ ბერგს, რომელიც იმჟამად MO-დ იწოდებოდა.
//დადუნაშვილი ელგუჯა და სხვ., აბაშიძე ლევან, გოგიბერიძე გია. რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე] ; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა