სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანPR
PR - Public Relation (PR)-ის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია. იგი ჩაისახა ამერიკაში ინდუსტრიული ბუმის დროს, როდესაც მწარმოებლებმა მართვის ახლებური მეთოდების საჭირობა გააცნობიერეს. სწორედ ამ დროს გაჩნდა PR-ის პირველი კონტურები.
მის ერთ-ერთ ფუძემდებლად დღესაც ითვლება აივი ლი, რომელიც წლების განმავლობაში ჰენრი ფორდისა და ჯონ როკფელერის საზოგადოებასთან დიალოგს მართავდა. აივი ლი პრაქტიკოსი იყო და ამ პერიოდისათვის PR-ს ზუსტ დეფინიციას არ გააკეთებდა.
ვებსტერის ახალ ინტერნაციონალურ ლექსიკონში PR-ს ასე განმარტავენ – ,,გაგებისა და კეთილგანწყობის დამკვიდრება, ორგანიზაციას, ხალხის ჯგუფებსა და საზოგადოებას შორის. საინფორმაციო მასალის გავრცელების, ორმხრივი ურთიერთობის გამყარებისა და საზოგადოების რეაქციის შესწავლის მეშვეობით”.
საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი თვალსაჩინო სპეციალისტი სემ ბლეკი მოკლე და საკმაოდ არსობრივ განმარტებას გვთავაზობს. ,,საზოგადოებასთან ურთიერთობა – ეს ჰარმონიის მიღწევის ხელოვნება და მეცნიერებაა, ურთიერთგაგების საშუალებით, რომელიც სიმართლესა და მაქსიმალურ ინფორმირებულობას ემყარება”.
ინფორმაცია და კომუნიკაცია შესაძლებელია ორი ძირითადი მიზნისათვის გამოიყენონ:
ა) კარგი ურთიერთობების დასამყარებლად, რომელიმე ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის;
ბ) საზოგადოებრიობაზე გავლენის მოსახდენად. (Horsle 1998).
//აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობა საზოგადოებასთან, -გაეროს ასოციაცია,- ფრიდრიხ ებერტის ფონდი,- 2001.