სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

რასიზმი

რასიზმი - რწმენა იმაში, რომ არსებობს ორივე სქესის ადამიანთა რაღაც ჯგუფები განსაკუთრებული (ჩვეულებრივ ფიზიკური) მახასიათებელი თვისებებით, რომლებიც აქცევენ მათ პრივილეგიურ ან არასრულფასოვან ადამიანებად სხვებთან მიმართებაში. რასიზმის გამოვლინება შეიძლება იყოს არა მხოლოდ აშკარა, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანებთან ურთიერთობა მათი რასის ან კანის ფერის მიხედვით, არამედ ფარულიც, - როცა საზოგადოება რომელიმე თავის ჯგუფთან მიმართებაში სისტემატიურად ხელმძღვანელობს რაიმე დისკრიმინაციული აზრით.
რასისტული ქცევა წარმოშობს რასობრივ დისკრიმინაციას მისი აშკარა ნეგატიური შედეგებით - იმ პირთა უბრალო უგულვებელყოფიდან ან იგნორირებიდან, ვინც ითვლება სხვაგვარ ან უმდაბლეს არსებად, უფრო ნათლად გამოხატულ ფორმებამდე, რაც ვლინდება დაშინებაში, ექსპლუატაციაში ან შეზღუდვაში.
//ბავშვის უფლებები : [კრებული / თარგმნეს სვეტლანა ლოგუამ და სხვ.] - თბ. : საია, 2000

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა