სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ღია საზოგადოება - საქართველო

1994 წელს ღია საზოგადოებისა და დემოკრატიის ფასეულობათა მხარდაჭერის და განვითარების მიზნით საქართველოში დაარსდა დამოუკიდებელი არასამთავრობო - არაკომერციული ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ბატონ ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულ ფონდთა ქსელის წევრი ორგანიზაციაა. ის პრიორიტეტულ მიმართულებათა მიხედვით გასცემს გრანტებს არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე.
ფონდის საქმიანობის სპექტრი ძალზე ფართოა - დაწყებული ქართული ეროვნული კულტურის მემკვიდრეობის შესწავლითა და შენარჩუნებით, დამთავრებული ახალი საგამომცემლო ტექნოლოგიების დანერგვითა და სამართლებრივი თუ განათლების რეფორმების მხარდაჭერით. ფონდი ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ფონდს "ღია საზოგადოება - საქართველო" გააჩნია როგორც ეროვნული, ასევე ქსელური პროგრამები. ქსელურ პროგრამებს სოროსის ფონდთა ქსელის ორგანიზაციები ერთობლივად ახორციელებენ. ეროვნული პროგრამები კი მხოლოდ საქართველოში ხორციელდება და ორიენტირებულია ჩვენს პრობლემატიკაზე.

ფონდის მიზანი და მისია
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" არის წევრი ღია საზოგადოების ინსტიტუტის ქსელის, რომელიც მიზნად ისახავს ღია, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას იმ ქვეყნებში, სადაც ამა თუ იმ ფორმის დიქტატურა ან დახურული საზოგადოება არსებობდა.
ფონდის მიზანია საქართველოში ღია საზოგადოების ღირებულებათა დამკვიდრება. იგი მოქმედებს მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებით და ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარს უჭერს ორგანიზაციებისა და კერძო პირების იმ ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია სოციალური საჭიროებებისაკენ. ფონდი მონაწილეობს საქართველოში ღია საზოგადოების ჩამოყალიბებაში პროგრამებისა და პროექტების წარმართვით. გრანტების გაცემით ფონდი ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც თავად უწყობენ ხელს ღია საზოგადოების ჩამოყალიბებას.
საგრანტო კონკურსების პარალელურად ყურადღება ეთმობა როგორც შიდა და პარტნიორულ პროექტებს, ასევე ახალგაზრდა სახელისუფლებო სტრუქტურების უნარების ზრდის ხელშეწყობას.
ფონდის მისიაა ღია საზოგადოების მშენებლობისათვის საჭირო სტრუქტურული და კულტურული ტრანსფორმაციის აქტიური ხელშეწყობა. ფონდის პროგრამების ფუნქციონირებას პირდაპირი კავშირი აქვს აღნიშნულ მისიასთან.

სტრატეგია

რეფორმირების და განვითარების კონცეფცია
2006-2008
ახალი გარემო: მიზნები და ამოცანები
ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” 2004-2005 წლების მუშაობის გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა ფონდის რეფორმირების და განვითარების აღნიშნული კონცეფცია. წარმოდგენილი ცვლილებების ძირითადი საფუძვლებია:
• ახალი, რეფორმირებული სოციალურ-პოლიტიკური გარემო საქართველოში;
• ფონდის მენეჯმენტის განმტკიცების საჭიროება, რაც უზრუნველყოფს ადამიანური და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას.


განახლებული პრიორიტეტები და ახალი სტრუქტურაახალი გამოწვევებისთვის მოსამზადებლად და ახალი მიზნების მისაღწევად, ფონდის ადმინისტრაცია და აღმასრულებელი საბჭო შეთანხმდა ფონდის რესტრუქტურიზაციის სქემაზე. ფონდის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროგრამათა რაოდენობის შემცირება და დარჩენილი თუ ახლადშექმნილი პროგრამების შტატების გაძლიერება. ამ გზით, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო მოახდენს საკუთარი ადამიანური და მატერიალური რესურსების მობილიზებას შედარებით მცირე რაოდენობის სტრატეგიულ მიმართულებებზე და გააძლიერებს თავისი ძირითადი სტრუქტურული ერთეულების უნარებს როგორც ოპერირებადი, ისე გრანტგამცემი საქმიანობისათვის. ფონდის განახლებული სტრუქტურა შედგება ექვსი ეროვნული პროგრამისაგან. ზოგიერთი მათგანი ითავსებს ამჟამად გაუქმებული მთარგმნელობითი, ხელოვნებისა და კულტურის და მედია პროგრამის ფუნქციებს. ქსელური პროგრამა ”აღმოსავლეთი - აღმოსავლეთი” აგრეთვე ადმინისტრირებული იქნება ერთ-ერთი ახლადშექმნილი გაფართოვებული ეროვნული პროგრამის, კერძოდ ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რადგანაც მისი სტრატეგიული პრიორიტეტები ყველაზე მეტად შეესაბამება ”აღმოსავლეთი - აღმოსავლეთის’ პრიორიტეტებს. ექვსი ეროვნული პროგრამიდან სამი არის მთავარი სტრატეგიული, პროაქტიური და პოლიტიკის შემუშავებაზე ორიენტირებული პროგრამა: კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრაციის; ინტეგრაციის და სამოქალაქო განათლების; სამოქალაქო საზოგადოებისა და მადიის მხარდაჭერის ზოგადი პროგრამა. სამი დანარჩენი პროგრამა უფრო სექტორალურია და შედარებით სერვისზე ორიენტირებული. ესენია: საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა; ქალთა პროგრამა და ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ქვემოთ მოცემულია ამ პროგრამათა სტრატეგიების ძირითადი პარამეტრები.



პოლიტიკის შემუშავებაზე ორიენტირებული პროგრამები


კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრაციის პროგრამა (RLPA) იქნება საკანონმდებლო პროცესის დახვეწაზე, უფასო იურიდიული დახმარების განვითარებასა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმაზე, კარგი მმართველობის, გამჭვირვალობის და დეცენტრალიზაციის ხელშეწყობაზე ორიენტირებული. საჯარო ადმინისტრაციის და სახელმწიფო ორგანიზაციების რეფორმირების ხელშეწყობაში ერთი განსაკუთრებული მიმართულება იქნება საუკეთესო გამოცდილების მხარდაჭერა სახელმწიფო შემოსავლების და ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებში. პროგრამა ფართოდ გამოიყენებს ოპერირებადი, შიდა პროექტების და შეთანხმებული გრანტების ფორმატს სტრატეგიული პარტნიორების გამოსავლენად და მათთან სათანამშრომლოდ ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციების შესაქმნელად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში. ღია კონკურსები ძირითადად იქნება კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული და მიიღებს ქვეგრანტის გაცემის ხასიათს. პროგრამა გამოიყენებს იმ გამოცდილებას, რომელიც დღემდე გროვდებოდა ცალკე არსებული სამართლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების, ისევე როგორც შიდა პროექტების - ”შემოსავლების მონიტორინგი - საქართველო” და ”ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს მონიტორინგის ხელშეწყობა” - ფარგლებში (აქამდე ეს შიდა პროექტები ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა). კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრაციის პროგრამა აგრეთვე შეითავსებს საზოგადოებრვი ჯანდაცვის პროგრამის ზოგიერთ ფუნქციებს. კერძოდ, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ეროვნულ პროგრამასთან ერთად, კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრაციის პროგრამა ხელს შეუწყობს ჯანდაცვის ქსელური პროგრამის ახალი ინიციატივის ”კანონი და ჯანდაცვა” განხორციელებას. ინტეგრაციის და სამოქალაქო განათლების პროგრამის (ICE) მიზანი იქნება შემწყნარებლობის, ლიბერალიზმის, მულტი-კულტურალიზმის იდეების, ინსტიტუტების და კულტურის ხელშეწყობა. თუ კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრაციის პროგრამა უფრო მეტად დაკავებული იქნება სამოქალაქო, დემოკრატიული საზოგადოების სტრუქტურების ხელშეწყობით (კანონმდებლობა, სააგენტოების და სააგენტოთაშორისი მართვის დემოკრატიული პრაქტიკა და მართვაში საზოგადოებრივი მონაწილეობის მექანიზმები), ინტეგრაციის და სამოქალაქო განათლების პროგრამა იზრუნებს ღია საზოგადოების ფილოსოფიისა და კულტურის განვითარებაზე. ამ პროგრამის შექმნის მიზეზია ის, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის და ევროპაში გაერთიანების მიზნის მისაღწევად ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა მხოლოდ სტრუქტურებზე, არამედ ასევე კულტურაზე, საზოგადოებრივ წარმოდგენებსა და ღირებულებებზე. დემოკრატიული გამოცდილების ნაკლებობა, კორუფცია და ქსენოფობია კულტურასთან პოულობს მიმართებას. სოციალური და გამოყენებითი კულტურის კვლევები, მათი შედეგების გავრცელება, მულტიკულტურალიზმის მშენებლობა, მრავალეთნიკური და რეგიონალური თანამშრომლობის მხარდაჭერა, ნდობის მშენებლობის ზომების გამოყენება საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებთან ურთიერთობაში და ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაცია ევროპის სამეზობლო პოლიტიკასთან მიმართებაში იქნება პროგრამის პრიორიტეტი. პროგრამა ითანამშრომლებს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან საშუალო და უმაღლესი განათლების მოდულებზე და სასწავლო კურსებზე ისევე, როგორც ლიბერალი კლასიკოსების და სოციალური მეცნიერებების თანამედროვე მიდგომების თარგმნაზე. პროგრამა აგრეთვე ითანამშრომლებს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან და დაინტერესებულ საზოგადოებრივ წრეებთან კულტურის პოლიტიკის განვითარებისა და მულტიკულტურალიზმის ხელშეწყობის სფეროში. პროგრამა აწარმოებს ოპერირებად და გრანტების გამცემ საქმიანობას. პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იქნება კოორდინაცია და კოალიციის ჩამოყალიბება სხვა დონორ ორგანიზაციებთან ამ სფეროში. ეს პროგრამა ასევე წარმართავს ”აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი” ქსელურ პროგრამას.

სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდაჭერის პროგრამა (CSMS) კონცენტრირებული იქნება სამოქალაქო აქტივობის წახალისებაზე, სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე დამწყები თუ შედარებით მცირე ზომის არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია დაწესებულებების მხარდაჭერაზე. იგი დაეხმარება წარმატებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, მედია საშუალებებს ტექნიკური და ადამიანური რესურსების განვითარებაში. ეს პროგრამა მჭიდროდ ითანამშრომლებს RLPA-სა და ICE პროგრამებთან განმცხადებლებისათვის კონკრეტული შეთავაზებების განსაზღვრაში, რათა განმცხადებელთა საქმიანობა თავსებადი იყოს ფონდის ძირითად სტრატეგიულ პრიორიტეტებთან და ოპერირებად საქმიანობასთან. პროგრამა ასევე მხარს დაუჭერს ტრენინგების ჩატარებას ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდა და დამწყებ აქტივისტებისთვის. პროგრამა ჩართული იქნება ამჟამად დაუსაქმებელ, ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა, სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ ოფიცერთა და სამხედრო პირთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციაში.პროგრამას ასევე ექნება მასშტაბური ოპერირებადი კომპონენტი, რომლის მიზანი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების კოალიციათა ფორმირება შესაბამისი ქცევის კოდექსისა თუ მედია-საბჭოს მსგავსი ინსტიტუტების ფორმირების ხელშეწყობით. აღნიშნული პროგრამა აგრეთვე იზრუნებს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირების მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ორგანიზაციების დასაფინანსებელი სახსრების მოძიებას ქვეყნის შიგნით. სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ხელშეწყობის პროგრამა იზრუნებს ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" საქმიანობის და ხედვის წარმოჩენაზე ქართულ მედიაში და ამითაც შეუწყობს ხელს ფონდის პროგრამათა ურთიერთთანამშრომლობას. კონკრეტულად, იგი დაეხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამას ახალი ინიციატივის - ”მედია და ჯანდაცვა” იმპლემენტაციაში.



კონკრეტულ სფეროებზე ორიენტირებული პროგრამები


მომსახურების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საზოგადოებრივი ჯანმრთველობის პროგრამის (PH) ყურადღება გადატანილი იქნება ჯანდაცვის სისტემაზე, კერძოდ: ნარკოტიკებიდან მომდინარე ზიანის შემცირებაზე, შიდსის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებზე და პალიატიურ მზრუნველობაზე. პირდაპირ გლობალურ ფონდთან ან ქვეყნის კოორდინირების მექანიზმებთან თანამშრომლობის გზით და PH ქსელური პროგრამის დახმარებით, პროგრამა განახორციელებს როგორც მართვას, ასევე ტრენინგების უზრუნველყოფას ისეთი პროექტების ფარგლებში, რომლებსაც მთელი რიგი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხორციელდება. ასევე, პროგრამა კვლავაც დაეხმარება სახელმწიფოს სამედიცინო პერსონალისთვის ეფექტური სასწავლო სქემების დანერგვაში და ჯანდაცვის სფეროს სტანდარტიზაციაში. ასევე, პროგრამა გააგრძლებს ზალცბურგის სემინარებში ქართველი მედიკოსების მონაწილეობის ხელშეწყობას. ამ პროგრამის პრიორიტეტების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამა ნაკლებად აცხადებს ღია კონკურსებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ამავე დროს, პროგრამის ის ელემენტი, რომელიც კანონშემოქმედებით საქმიანობას ეხება, შესაძლოა გადატანილი იქნას კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრაციის პროგრამაში. თავის მხრივ, საჭიროების შემთხვევაში პროგრამა უზრუნველყოფს ამ მიმართულების სპეციალურ ექსპერტიზას.

ქალთა პროგრამას (WP) ასევე გააჩნია თავისი სამიზნე აუდიტორია. ძირითადად ეს ძალადობის საწინააღმდეგო ქსელია. ეს პროგრამა შემდგომშიც იმუშავებს ქსელის მშნებლობაზე და ქალთა უფლებებზე, ოჯახურ ძალადობაზე, ტრეფიკინგზე და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებაზე. დღემდე პროგრამის დატოვება ფონდში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ორი მიზეზით - პროგრამის მნიშვნელობისა და პოპულარობის გამო და ასევე, მისი მდგრადობის შემდგომი განმტკიცებისათვის. ამავე დროს, პროგრამა საკმაოდ დამოუკიდებელია და ქსელზე ორიენტირებული, რაც აადვილებს მის მართვას და ფონდს უმსუბუქებს ფინანსურ ტვირთის. პარალელურად, პროგრამის კოორდინატორი მუშაობს დამოუკიდებელ, ქალთა ფონდად გარდაქმნის საკითხზე, რისთვისაც მიმდინარეობს მდგრადობისა და შესრულებადობის საკითხის კვლევა.

ეკონომიკური განვითარების პროგრამა ამჟამად პასუხისმგებელია ბევრ საკითხზე, მაგრამ ყველაზე ეფექტურად პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს კონფლიქტურ თუ რთულ რეგიონებში ბიზნეს ცენტრების ჩამოყალიბება და ამ რეგიონებში მცირე და მიკროფინანსირების მხარდაჭერა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მცდელობაა დაუცველი ფენების თვითდასაქმების მხარდაჭერის, კანონიერი ბიზნესის წარმართვის უნარის ხელშეწყობის და კონფლიქტური პოტენციალის შემცირების თვალსაზრისით. ამჟამად ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს 2 ოპერირებადი პროექტი: "ბიზნეს ცენტრის დაარსება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში" და "ტრენინგის მოდულის პილოტირება თბილისის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილისათვის" იმ მიზნით, რომ შემდგომში გამოცხადდეს კონკურსი პროექტების წარდგენაზე ამ კურსის მონაწილეთათვის. პროგრამა დაეყრდნოთ წარმატებულ გამოცდილებას და გააგრძელებს ამ ბიზნეს ცენტრების მხარდაჭერას და მართვა/მონიტორინგს. რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების პროგრამის სხვა კომპონენტებს, როგორიცაა ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა, ჩვენ ეს ელემენტები გადავა კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრაციის ახალ პროგრამაში.მაშასადამე, ფონდის აქამდე მოქმედ პროგრამებთან შედარებით, ახალი სტრუქტურა ახდენს 3 პროგრამის ინტეგრაციას ახალ სტრუქტურაში (ხელოვნებისა და კულტურისა და მთარგმნელობითი პროგრამა შეუერთდება ინტეგრაციის და სამოქალაქო განათლების პროგრამას, ხოლო პროგრამა "აღმოსავლეთი-აღმოსავლეთის" მართვას უზრუნველყოფენ ამ ახალი პროგრამის თანამშრომლები). დაიხურება კიდევ 2 პროგრამა: მას მედიის და საინფორმაციო. ამ ორი პროგრამის გარკვეულ საქმიანობას განახორციელებენ ახალი პროგრამები: მაგალითად: კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრაციის პროგრამას აუცილებლად ექნება საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპონენტი, რომელიც საჭიროა ისეთი სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად, რომელთა მიზანია კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის და მონაწილეობის ხელშეწყობა. სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდაჭერის პროგრამა ასევე მიაქცევს ყურადღებას საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და მედიასთან დაკავშირებულ ინიციატივებს. ამავე დროს, ფონდიდან გამოყოფილი ორგანიზაცია GRENA და არასამთავრობო ორგანიზაცია E-Riders, რომლებიც საინფორმაციო პროგრამის ბაზაზე 2004 წელს შეიქმნა, შეითავსებენ საინფორმაციო პროგრამის გარკვეულ ფუნქციებს, კერძოდ: Open Source-ს ხელშეწყობას და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივის "ირმის ნახტომი" მხარდაჭერას. ასევე, სტუდენტთა საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრი (ISAC) გამოიყოფა ფონდიდან, როგორც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია. შედეგად 9 ეროვნული პროგრამის, ერთი ქსელური პროგრამის ("აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი") და ერთი ცენტრის (ISAC) ნაცვლად ფონდში იმუშავებს 6 ეროვნული პროგრამა და პროგრამა "აღმოსავლეთ-აღმოსავლეთის" ადმინისტრირებას მოახდენს ერთ-ერთი მათგანი (ICE).



ფონდისა და მისი პროგრამების მდგრადობა


უახლოესი 1-3 წლის განმავლობაში ფონდის მიერ შესასრულებელი აქტივობებისა და ფონდის სტრუქტურის აქტუალობა სადავო არ ჩანს. ეს მტკიცდება თავად ამ პროგრამების სფეროებში არსებული ამწუთიერი ამოცანების - სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი ზრდისა და შესაბამისი სამთავრობო რეფორმების წახალისების აუცილებლობით და ასახულია როგორც მოცემულ დოკუმენტში, ისე პროგრამულ სტრატეგიებში. ერთადერთი ცვლილება, რაც შეიძლება ფონდის სტრატეგიაში უახლოეს ერთ წელიწადში მოხდეს, ქალთა პროგრამის დამოუკიდებელ ორგანიზაციად გადაქცევის შესაძლებლობაა. ეს უკანასკნელი შეიძლება მოხდეს 2006 წლის ბოლოსაკენ, თუ ამ საკითხზე და პროგრამის დამოუკიდებლად გასვლის პერსპექტიულობაზე ამჟამად ფონდში მიმდინარე კვლევა და ქსელთან მიმდინარე მოლაპარაკების შედეგი შესაბამისი გადაწყვეტილების მხარდამჭერი აღმოჩნდება.


 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა