სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

თავისუფლების ინსტიტუტი

"თავისუფლების ინსტიტუტი" 1996 წლის 26 აგვისტოს დაფუძნდა. მისი ჩამოყალიბების იდეა დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიის რუსთავი-2-ის ირგვლივ გახმაურებულ მოვლენებს უკავშირდება. 1996 წლის 17 ივლისს, კავშირგაბმულობის სამინისტრომ ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეუწყვიტა. ხელისუფლების ეს მოქმედება შეფასდა, როგორც სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევა და მთავრობის მხრიდან დამოუკიდებელი მედიის უფლებების ხელყოფა. იმ დროისათვის საქართველოში უფლებადაცვითი ტიპის სულ რამოდენიმე ორგანიზაცია ფუნქციონირებდა და არასამთავრობო სექტორი მხოლოდ ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა იდეა, შექმნილიყო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის პროირიტეტული მიმართულება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, პირველ რიგში, სიტყვის თავისუფლების დაცვა იქნებოდა.
დროთა განმავლობაში თავისუფლების ინსტიტუტის საქმიანობის არეალი გაფართოვდა და წმინდა უფლებადაცვითი აქტივობების გარდა, სხვა სფეროებიც მოიცვა. თუმცა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა კვლავ ინსტიტუტის პრიორიტეტად რჩება.
თავისუფლების ინსტიტუტმა ხელი შეუწყო საქართველოში დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიებების პირველი ციკლი და საგამოძიებო ჟურნალისტიკის, როგორც ჟანრის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. თავისუფლების ინსტიტუტის ჟურნალისტურ გამოძიებათა პროგრამის კოორდინატორის, გივი თარგამაძის მიერ მოპოვებულ და პრესაში გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით კორუფციულ საქმიანობაში ბრალდების საფუძველზე 1998-2000 წლებში დაკავებული თანამდებობები დატოვეს კავშირგაბმულობის მინისტრმა, სოფლის მეურნეობის მინიტრმა და ენერგეტიკის ორმა მინისტრმა. თავისუფლების ინსტიტუტმა ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში არაერთხელ ამხილა მთავრობის უმაღლეს ეშელონებში გამეფებული კორუფციისა და უკანონობის ფაქტები. მათ შორისაა საქმეები, რომლებსაც 1998-2000 წლებში დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა: ქვემო ქართლში დეპუტატ დავით ბეჟუაშვილისა და გუბერნატორ ლევან მამალაძის უკანონო საქმიანობა; კანონდარღვევები სოფლის მეურნეობისა და კავშირგაბმულობის სამინისტროებში; სიგარეტის, ბენზინის და სპირტის კონტრაბანდაში შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების მონაწილეობა; შევარდნაძის ოჯახის წევრთა კლანური ინტერესები და მათი უკანონო ბიზნესი.
2001 წლიდან თავისუფლების ინსტიტუტი სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად ახორციელებდა ანტიკორუფციულ კამპანიას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის კორუმპირებული ფაკულტეტები და პროფესორ-მასწავლებლები საჯაროდ დასახელდა; სტუდენტური მოძრაობის წევრებმა გამოიძიეს უნივერსიტეტიდან თანხების არამიზნობრივი გატანისა და ხარჯვის ფაქტები, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაობისას ფინანსური დარღვევები. თავისუფლების ინსტიტუტის კამპანიის ფარგლებში გამოვლინდა უნივერსიტეტის პირველი პირების მონაწილეობა კორუფციულ გარიგებებსა და საქმიანობაში. ჩვენს მიერ მოპოვებული მასალები ანტიკორუფციულ საბჭოს და პროკურატურას გადაეცა.
თავისუფლების ინსტიტუტი იყო პირველი, მათ შორის, ვინც ხმა აიმაღლა რწმენის თავისუფლების დასაცავად და საქართველოში 1999 წელს პირველი საპროტესტო აქცია მოაწყო რელიგიურ საფუძველზე ძალადობისა და განსხვავებული კონფესიების წარმომადგენლების დევნისა და შევიწროვების გამო. თავისუფლების ინსტიტუტმა რელიგიურ ნიადაგზე არსებული პრობლემატიკა ფართო საჯარო დისკუსიების საგნად აქცია.
თავისუფლების ინსტიტუტი 1998 წლიდან საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული ექსტრემიზმისა და ფანატიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა, ყოველთვის მძაფრად რეაგირებდა აღმსარებლობის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებზე, და რწმენის თავისუფლების დასაცავად საქართველოში ორი საკონსტიტუტციო სარჩელი აღძრა. თავისუფლების ინსტიტუტი საჯარო საპროტესტო კამპანიებით პასუხობდა რწმენის თავისუფლების დარღვევის ისეთ ფაქტებს, როგორიც იყო პოლიციის მიერ ბაპტისტური ეკლესიის დარბევა თაიანეთში, გლდანში ევანგელისტური ეკლესიის "მადლის" ოფისის დარბევა; წლების მანძილზე იცავდა იეღოველების უფლებებს, როდესაც მათ გამუდმებით თავს ესხმოდა ბასილ მკალავიშვილი და მისი მიმდევრები და გააპროტესტა სასამართლოს მიერ იეღოველთათვის რეგისტრაციის გაუქმება, არაერთხელ გამოვიდა რელიგიურ მიმდინარეობათა ლიტერატურის სახელმწიფოს მიერ უკანონო ამოღების ფაქტების წინააღმდეგ. თავისუფლების ინსტიტუტი სახელმწიფოს მიერ კათოლიკური ეკლესიის კუთვნილი ტაძრების მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის ტენდენციის წინააღმდეგ იბრძოდა და სქიზმაში მართლმადიდებელი მრევლის უფლებებს იცავდა.
თავისუფლების ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას უკანონო დაკავების, წამების, სამართალდამცავ სტრუქტურებში ადამიანის უფლებებისა და კანონის დარღვევების აღკვეთა იყო. 1998 წლიდან "თავისუფლების ინსტიტუტი" ახორციელებდა პოლიციის რეიდების მონიტორინგს, რომლის შედეგადაც არაერთი დარღვევა და ძალადობის ფაქტი გამოვლინდა. 2000 წელს იუსტიციის სამინისტროში თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით საზოგადოებრივი საბჭო ჩამოყალიბდა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების დანერგვა. 2004 წელს თავისუფლების ინსტიტუტისა და ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოები, რომლის წევრებსაც წინასწარი დაკავების საკნებსა და პოლიციის განყოფილებებში შეუზღუდავი შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების უფლება მიენიჭათ.
თავისუფლების ინსტიტუტი 1997 წლიდან ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგს ახორციელებდა და ამ მიმართულებით დღესაც აქტიურად მუშაობს. ჩვენმა ორგანიზაციამ ასობით ადამიანს პრაქტიკული, ქმედითი დახმარება გაუწია საკუთარი უფლებების დასაცავად სახელისუფლებო ინსტიტუტების წინაშე. ეს აქტივობა მოიცავდა ინდივიდუალურ იურიდიულ კონსულტაციებს, სასამართლოზე წარმომადგენლობით საქმიანობას და ადამიანის უფლებების კონკრეტული, უხეში დარღვევების გამო საზოგადოების მობილიზების მიზნით წარმართულ საჯარო კამაპანიებს.
თავისუფლების ინსტიტუტმა ხელი შეუწყო საქართველოში ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარებას, უნივერსიტეტებში სტუდენტური თვითმმართველობებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ახალგაზრდული ქსელის ჩამოყალიბებას. თავისუფლების ინსტიტუტის ხელშეწყობით 2003 წელს ამოქმედდა და განვითარდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და წარმატებული ახალგაზრდული მოძრაობა "კმარა", რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით და ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და აქტიური ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელი დაიმკვიდრა. თავისუფლების ინსტიტუტმა ახალგაზრდული მოძრაობის 800-მდე აქტივისტი მოამზადა.
თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით საქართველოში 2003 წელს მედიის პირველი პროფესიული სტანდარტი მომზადდა, რომელსაც ხელი დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიების, გაზეთების დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა მოაწერეს.
ჩამოყალიბების დღიდან თავისუფლების ინსტიტუტი საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევა. ჩვენს მიერ მომზადებული კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელიც პარლამენტმა 2004 წელს მიიღო, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც პრესის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული კანონი პოსტ-კომუნისტურ სივრცეში. 2004 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მომზადებული კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ტელევიზიის ბაზაზე საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით საქართველოში მკვიდრდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი – კონსტიტუტციური ცვლილება, რომელიც საქართველოში ამ ინსტიტუტის შემოტანას გულისხმობს პარლამენტმა 2004 წელს მიიღო. თავისუფლების ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფმა სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსზე დაიწყო მუშაობა. ჩვენს მიერ მომზადებული კანონი კორუფციული და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 2003 წელს დაამტკიცა. 1997 წელს მომზადდა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლებისა და საჯარო დაწესეულებათა გამჭვირვალობისათვის აუცილებელ საკანონმდებლო გარემოს უზრუნველყოფს. კანონი პარლამენტმა 1999 წელს დაამტკიცა. თავისუფლების ინსტიტუტი აგრძელებს კანონშემოქმედებით მუშაობას. ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული კანონები დემოკრატიულ ფასეულობებზეა ორიენტირებული და სახელმწიფოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
თავისუფლების ინსტიტუტი სამოქალაქო ფასეულობების დამკვიდრებისა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით აწარმოებდა და დღესაც აწარმოებს საგანმანათლებლო საქმიანობას. დაფუძნების დღიდან თავისუფლების ინსტიტუტმა ჩაატარა ათობით ტრეინინგი სხვადასხვა სფეროში პროფესიონალზმისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით. თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნები გამოიყენება როგორც სახელმძღვანელოები უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და იურიდიულ ფაკულტეტებზე.
თავისუფლების ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობდა და მხარს უჭერდა საქართველოში განათლების რეფორმას. 2004 წელს პარლამენტის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ნაწილი სტუდენტთა უფლებებისა და აკადემიური თავისუფლებების შესახებ თავისუფლების ინსტიტუტში მომზადდა. ასევე ჩვენი ინიციატივით 2003 წლიდან საქართველოში ამოქმედდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სამეურვეო საბჭოები.
წლების მანძილზე თავისუფლების ინსტიტუტი არაერთხელ გახდა ხელისუფლებისა და ექსტრემისტული ჯგუფების აგრესიული თავდასხმების ობიექტი. 2002 წლის 10 ივლისს სპეციალურად მომზადებული სადამსჯელო რაზმი შემოიჭრა თავისუფლების ინსტიტუტის ოფისში. მათ სასტიკად სცემეს თავისუფლების ინსტიტუტის წევრები ლევან რამიშვილი, დავით ზურაბიშვილი, დალი ცქიტიშვილი, გიგა ფრანგიშვილი და სოზარ სუბარი. სასტიკ დარბევას ევრისაბჭოს ექსპერტები შეესწრნენ. თავდამსხმელებმა სასტიკად დაარბიეს ოფისი და გაანადგურეს მთელი ტექნიკური აღჭურვილობა. დარბევის ფაქტი დღემდე გამოუძიებელია. ხელისუფლება წლების მანძილზე ხელს უწყობდა და აქეზებდა აგრესიულ პოლიტიკას თავისუფლების ინსტიტუტის მიმართ. თავისუფლების ინსტიტუტის ანტიკორუფციული საქმიანობა და ერთგულება დემოკრატიული ფასეულობებისადმი ყოველთვის იწვევდა კორუფციული რეჟიმის მხარდამჭერთა და ექსტრემისტული ჯგუფების განსაკუთრებულ გაღიზიანებას.
დაარსების დღიდან დღემდე თავისუფლების ინსტიტუტმა ათასობით ადამიანს გაუწია იურიდიული დახმარება საკუთარი უფლებების დასაცავად სახელმწიფოს წინაშე. ადვოკატირების, საჯარო კამპანიების, საგანმანათლებლო და კანონშემოქმედებითი საქმიანობის გზით თავისუფლების ინსტიტუტი წლების მანძილზე ხელს უწყობდა საქართველოში დემოკრატიული, ლიბერალური ფასეულობების, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის მექანიზმების დამკვიდრებას და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.
მიზნები

დირექტორის წერილი
”თავისუფლების ინსტიტუტი” არასამთავრობო ორგანიზაციაა. ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში სამოქალაქო უფლებების დაცვა. ეს, პირველ რიგში, სიტყვის, აღმსარებლობის, საკუთრების, არჩევნების, შეკრებებისა და გაერთიანებების თავისუფლებას გულისხმობს.
ჩვენ ვიცავთ დემოკრატიულ ფასეულობებს, რომელიც კანონის წინაშე ყველას თანასწორობას გულისხმობს. ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად ვისი უფლება ირღვევა.
ჩვენი პრინციპია: ერთი ადამიანის დაკარგული უფლება, ეს პოტენციურად ყველასათვის დაკარგული უფლებაა.
ლევან რამიშვილი
”თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი

თავისუფლების ინსტიტუტის მისიის განაცხადი
თავისუფლების ინსტიტუტი არის ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება.
იგი სამოქალაქო კამპანიების, დებატების, კვლევებისა და საგანმანათლებლო საქმიანობით ესწრაფვის დაამკვიდროს სამოქალაქო თავისუფლების, აქტიური მოქალაქეობის, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და თავისუფალი ბაზრის ფასეულობები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, კანონებსა და საჯარო დაწესებულებებში.

თანამშრომლები

ლევან რამიშვილი - გამგეობის თავმჯდომარე
levanrami@liberty.ge
აკაკი მინაშვილი - აღმასრულებელი დირექტორი
ako@liberty.ge
გიორგი მელაძე - კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი
giomeladze@liberty.ge
ქეთი ჩაჩხიანი - განათლების პროგრამის დირექტორი
keti@liberty.ge
ქეთო კობიაშვილი - განათლების პროგრამის კოორდინატორი
keto@liberty.ge
თეა თუთბერიძე - რეგიონალური კოორდინატორი
tea@liberty.ge
თამუნა ტაბატაძე - ინფორმაციის ოფიცერი
საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა ენერგეტიკის სფეროში
tamara@liberty.ge
მალხაზ ნარინდოშვილი - იურისტი
makho@liberty.ge
გვანცა ლიპარტელიანი - ჟურნალისტი
gvantsa@liberty.ge
დალი ცქიტიშვილი - ადმინისტრაციის დირექტორი
dali@liberty.ge
ნინო ცაგარეიშვილი - ბუღალტერი
ninots@liberty.ge
დათო თათულაშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი
davit@liberty.ge
ქსენია კაციაშვილი- შესყიდვების მენეჯერი
ksusha@liberty.ge

სათაო ოფისი
მის: გრიბოედოვის ქ. # 23, თბილისი, 0108, საქართველო
ტელ: +995 (32) 93 66 15; +995 (32) 93 25 16
ფაქსი: +995 (32) 93 67 84
ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge

რეგიონული ოფისები
თელავი
მის: კოსტავას ქ. # 8, თელავი,
ტელ (ოფისი): +995 (250) 7 47 17
პაატა გოცირიძე +995 (99) 58 65 67
გია მირინაშვილი +995 (93) 98 15 68
ახალციხე
მის: რუსთაველის ქ. # 26
ტელ (ოფისი): +995 (265) 2 30 77
გიორგი ანდღულაძე +995 (99) 54 02 91
ქუთაისი
მის: გრიშაშვილის ქ. # 37_23
ტელ (ოფისი): +995 (231) 4 42 15
გოჩა ჩხეტია +995 (99) 78 93 32
ნინო ღაჭავა +995 (77) 76 45 97
გორი
მის: ჭავჭავაძის ქ. # 28_21
ტელ (ოფისი): +995 (270) 7 52 73; +995 (270) 7 73 00
გიორგი გოცირიძე +995 (99) 56 84 51
მიხეილ ჩიტაძე +995 (99) 11 34 55
ბათუმი
სიმონ ჩხაიძე +995 (99) 51 41 57

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა