სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანებრაელების და ჯვაროსნების წინააღმდეგ ისლამური მსოფლიო ფრონტი
ებრაელების და ჯვაროსნების წინააღმდეგ ისლამური მსოფლიო ფრონტი - ბენ ლადენისა და ალ-ქაიდას საქმიანობის პიკად შეიძლება მივიჩნიოთ 1998 წლის თებერვალში შექმნილი საერთაშორისო გაერთიანება: ,,ებრაელების და ჯვაროსნების წინააღმდეგ ისლამური მსოფლიო ფრონტი.” მასში გაერთიანდნენ შემდეგი ორგანიზაციები: ,,ალ-ქაიდა”, ,,ალ-გამაა ალ-ისლამი” (ეგვიპტე), ,,ალ-ჯიჰადი” (ეგვიპტე), ,,ხარაკატ ულ-ანსარი” (კაშმირი), ,,ჯიჰადი” (ბანგლადეში), ,,რჩევა და რეფორმის” სამხედრო ფრთა (ავღანეთი) და ,,ღვთისმსახურთა საზოგადეობა” (პაკისტანი). აღნიშნულმა ორგანიზაციებმა ფაქტიურად მოახდინეს თავიანთი ურთიერთობების ლეგალიზაცია. ,,ფრონტის” საქმიანობას ხელმძღვანელობს საბჭო (შურა) ბენ ლადენის თაოსნობით (მის მოადგილეებად ითვლებიან აიმან ალ ზავაჰირი და ჯუმა ნამანგანი). ყველა შეიარაღებული ფორმირებანი ცენტრალიზებული მართვის პრინციპით მას ემორჩილებიან უსიტყვოდ. ,,ფრონტის” ეგიდით შექმნილია და მოქმედებს ე.წ. ,,ერთიანი საკოორდინაციო დაზვერვის ცენტრი-მუჰაბარატი”, რომლის რეზიდენტურები მოქმედებენ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპის და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. სწორედ 11 სექტემბერს ტერაქტი შედეგია ალ-ქაიდას ,,ფრონტის” დასავლეთ ევროპის და აშშ-ს რეზიდენტურების ერთობლივი საქმიანობისა. ,,ცენტრი” იყენებს თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებსაც: ფაქსებს, ინტერნეტს, კოსმოსური და ფიჭური კავშირის საშუალებებს. ,,ფრონტის” ძირითად მიზნებს შეადგენს: ა) აშშ-ს დემორალიზება იმდენად, რომ ვერ შეძლოს მუსულმანური ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა; ბ) სპარსეთის ყურის ქვეყნების, საუდის არაბეთის, ეგვიპტის მთავრობებზე ზემოქმედება პროამერიკულ პოლიტიკურ კურსზე უარის თქმის მიზნით; გ) ისლამური ორგანიზაციებისადმი მხარდაჭერის აღმოჩენა მათი ხელისუფლებაში მოყვანის მიზნით; დ) ავღანეთის, სუდანის და პაკისტანის ხელისუფლების მხარდაჭერა საკუთარი საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსის გატარების საქმეში; ე) ერთიანი ე.წ. ,,მწვანე ინტერნაციონალის” დაარსება (ხელმძღვანელი ალჟირელი ისლამისტი ჰასან ალ-ტურაბი), საერთო ,,ისლამური სახელწმიფოს” შექმნის მიზნის მიღწევით. ,,ფრონტის” მიერ განხორციელებული საერთო ღონისძიება იყო 1998 წლის 7 აგვისტოს დარ-ეს-სალმსა (ტანზანიის დედაქალაქი) და ნაირობიში (კენიის დედაქალაქი) აფეთქებების მოწყობა, რის შედეგადაც დაიღუპა 242 ადამიანი და 5 ათასი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. თუმცა მანამდე ,,ფრონტის” მებრძოლებმა საუდის არაბეთში ააფეთქეს აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, რომელმაც იმსხვერპლა 19 ამერიკელის სიცოცხლე და 300 კაცი დაიჭრა. ამიტომაც ავღანეთში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია - ,,უსაზღვრო სამართლიანობა” მიმართულია სწორედ ,,ფრონტის” და მის უკან მდგარი ძალების განადგურებისაკენ. აღნიშნული სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს პრინციპით ,,სახელმწიფო გაერთიანების” წინააღმდეგ კლასიკური ომის ჩარჩოების გამოყენებით, რაც ერთგავრ სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს გეოსტრატეგიაში. ,,ფრონტის” სამხედრო ბირთვს შეადგენს 15-20 ათასი მებრძოლი, ე.წ. ,,მუდმივი მზადყოფნის ძალები.” სამობილიზაციო რეზერვები არსებობენ ,,ფრონტის” მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. სამხედრო ფორმირებები პირობითად იყოფიან: ფრონტებად (სავარაუდოდ 5 000-10 000-ზე მეტი მებრძოლი), ბრიგადებად (2 000-2 500 მერძოლი), ლეგიონებად (1 000 - 2 500 მებრძოლი), ბატალიონებად (საშუალოდ 3 00-500 მებრძოლი), რაზმებად (სავარაუდოდ 100-200 მებრძოლი), ოცეულებად (20-30 ადამიანი) და ჯგუფებად (5-10 მებრძოლი). აღნიშნული ფორმირებანი ეფუძნებიან მანევრიან და მობილური შენაერთების პრინციპს და მოქმედებენ ძირითადად ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური საბრძოლო მოქმედებების საფუძველზე. სამხედრო წოდებებიც დაახლოებით შეესაბამება რელიგიური წოდებების პრინციპს: ამირა, ნაიბ ალ-ამირა, ემირი, შეიჰი (თუმცაღა რელიგიური წოდებები აქ დაქვემდებარებულია სამხედრო წოდებების იერარქიას).
//მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი