სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ქალის დისკრიმინაცია

ქალის დისკრიმინაცია - (ლათ. discriminatio - განსხვავება) საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სქესობრივი ნიშნის მიხედვით უფლებების შეზღუდვა ან ჩამორთმევა, კერძოდ: შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სულიერსა თუ საოჯახო-საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში. სოციალურ დისკრიმინაციას მივყავართ ქალის სოციალური სტატუსის დაქვეითებისაკენ, ამასთან, იგი წარმოადგენს პიროვნებაზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმას.
კონვენციის მიხედვით, ,,ქალის დისკრიმინაცია” ნიშნავს სქესის ნიშნით ყოველგვარ განსხვავებას, გამონაკლისს ან შეზღუდვას, რაც ქალების მიერ, მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო თუ ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, გამოყენების ან განხორციელების შესუსტებისა ან მოსპობისაკენაა მიმართული.
//მეტონიძე ვერონიკა. ქალის უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სისტემები და საქართველოს კონსტიტუციური მექანიზმები // ალმანახი №7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–1998
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა