სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ

ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ - 1993 წელს ვენაში ჩატარდა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელთა შეხვვედრა, რომლის ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს 1994 წელს მიღებული ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ. ეს არის პირველი მრავალმხრივი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მთლიანობაში ეროვნულ უმცირესობათა დაცვას ითვალისწინებს. კონვენცია შეიცავს პრინციპებს, რომელთა გათვალისწინება საჭიროა შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობაში, აგრეთვე ცალკეულ პროგრამული ტიპის დებულებებსა და მიზნებს, რომელთა მიღწევა აუცილებელია ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების სრული და ეფექტიანი თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
ჩარჩო კონვენციასთან (და მისი შესრულების კონტროლის მექანიზმებთან) ერთად, ხორციელდება აგრეთვე მთავრობათაშორისი სამუშაო პროგრამა და ერთობლივი პროგრამა სათაურით ,,ევროპის ეროვნული უმცირესობები.” პირველი პროგრამა ითვალისწინებს ეროვნულ ექსპერტთა ჯგუფების შექმნას, რომლებიც მუშაობენ უმცირესობათა პრობლემებზე, აგრეთვე წევრ სახელმწიფოებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას ან მისიების გაგზავნას, მათი საკანონმდებლო საქმიანობის შესწავლის მიზნით. მეორე პროგრამა თემატური ხასიათისაა და მის ჩარჩოებში ხორციელდება სუბრეგიონალური და ორმხრივი პროექტები (სემინარები, მრგვალი მაგიდები, კოლოკვიუმები და ა.შ.). ამ პროგრამის მიზანია უმცირესობათა უფრო ინტენსიური ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქართველომ 2000წ. 21 იანვარს მოაწერა ხელი ჩარჩო კონვენციას ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ.
//ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა