სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია - წარმოადგენს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას. თავისი მნიშვნელობით ეს უპრეცედენტო დოკუმენტი, მიღებული 1950 წელს, 1953 წელს შევიდა ძალაში. კონვენცია ითვალისწინებს ყველა მოქალაქის ადამიანის განუყოფელ უფლებებსა და თავისუფლებებს და ავალდებულებს ყველა სახელმწიფოს შექმნას ამ უფლებების განხორციელების გარანტიები, რომლებიც გავრცელდება მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ადამიანზე.
კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა შორის აღსანიშნავია სიცოცხლის უფლება, დაცვა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან, პიროვნების თავისუფლება და უსაფრთხოება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა, აზრის გამოხატვის თავისუფლება, რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება და ა.შ.
//ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი