სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI)
ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) - ევროპის საბჭოს ორგანოა და მის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები. მისი მიზანია ბრძოლა რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ პან-ევროპულ დონეზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
ამ კომისიის სამუშაო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედია ,,მიდგომა ქვეყნების მიხედვით”, რომლის მეშვეობით იგი აანალიზებს სიტუაციას ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ ქვეყანაში რასიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემატიკასთან დაკავშირებით, და წარმოადგენს თავის წინადადებებს გამოვლენილი პრობლემების დასაძლევად.
//ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი