სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ევროპის კონვენცია წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების შესახებ

ევროპის კონვენცია წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების შესახებ - მიღებულია 1987 წელს, ძალაში შევიდა 1989 წელს. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის დებულებათა შესაბამისად, კონვენციის გამოყენება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დამატებით დაცვას, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მექანიზმის მეშვეობით. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტები - იურისტები, მედიკოსები, პენიტენციალურ დაწესებულებათა თანამშრომლები და პოლიტიკოსები.
//ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა