სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ევროპის საბჭო

ევროპის საბჭო - წარმოადგენს მთავრობათაშორის ორგანიზაციას. ევროპის საბჭო შეიქმნა 1949 წლის 5 მაისს და ამჟამად მის შემადგენლობაში შედის 43 ქვეყანა. საქართველო გახდა ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი 1999 წლის 27 აპრილს.
ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ევროპის საბჭოს წევრი, თუ იგი აღიარებს კანონის უზენაესობის პრინციპს და იცავს ნებისმიერი ადამიანის უფლებებს, რომელიც ცხოვრობს მის ტერიტორიაზე.
ევროსაბჭო იხილავს ევროპული საზოგადოების ყველა მნიშვნელოვან პრობლემას. მისი საქმიანობის პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ადამიანის უფლებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თანამშრომლობა სამართლის დარგში, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა, სპორტი, ახალგაზრდობა, ადგილობრივი დემოკრატია და საზღვრისპირა თანამშრომლობა, გარემო და ტერიტორიების კეთილმოწყობა.
ევროსაბჭოს ყოველდღიური საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს კონვენციებისა და შეთანხმებების შემუშავება, რომელთა საფუძველზე შემდგომში ხორციელდება წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლობის უნიფიცირება და შეცვლა.
გარდა ამისა, ზოგიერთი კონვენცია და შეთანხმება ღიაა ხელმოწერისათვის იმ სახელმწიფოთათვის, რომლებიც არ შედიან ევროსაბჭოს შემადგენლობაში. ევროპის საბჭოს შეუძლია აგრეთვე მიიღოს ,,ნაწილობრივი შეთანხმებები”, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობას ,,ცვალებადი გეომეტრიის” ფორმით. ეს კი ნიშნავს, რომ წევრ სახელმწიფოთა მნიშვნელოვან ნაწილს, დანარჩენი ქვეყნების თანხმობით, შეუძლია განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებები საერთო ინტერესების სასარგებლოდ.
//ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა