სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის პოსტი შემოღებულია 1999 წელს. კომისრის კომპეტენციაში შედის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის წახალისება და ამ სფეროში მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი. კომისარი აგრეთვე ახორციელებს პრევენციის ფუნქციებს, ასრულებს რა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს და ორგანიზაციის სხვა სტრუქტურების ცალკეულ დავალებებს.
ევროსაბჭოს სხვა ორგანოებთან მუშაობისას კომისარს შეუძლია წარადგინოს მოხსენებები, რეკომენდაციები და სხვა კონკრეტული ინფორმაცია მინისტრთა კომიტეტს და საპარლამენტო ასამბლეას, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში.
//ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა