სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ევროპის სოციალური ქარტია

ევროპის სოციალური ქარტია - (1961წ.) და მისი დამატებითი ოქმი (1988წ.) ითვალისწინებს მთელი რიგი ძირითადი უფლებების გარანტიებს. ეს უფლებები განაწილებულია ორ ჯგუფად: დასაქმების პირობების მარეგულირებელი უფლებები და სოციალურ შემჭიდროებულობასთან დაკავშირებული უფლებები.
დასაქმებასთან დაკავშირებული უფლებები ითვალისწინებს შრომის უფლების სხვადასხვა ასპექტებს - გადამზადებას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას, იძულებითი შრომის აკრძალვას და ა.შ. სოციალური დაცვის უფლება ითვალისწინებს შრომის დაცვისა და სოციალური დაზღვევის სისტემის უფლებას.
დღესდღეობით ქარტია რატიფიცირებულია 28 სახელმწიფოს
1995წ. მიღებულ იქნა ქარტიის კიდევ ერთი დამატებითი ოქმი, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიური საჩივრების შეტანის სისტემას, რითაც დამსაქმებელთა და დაქირავებულ მუშაკთა გაერთიანებებს, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიტანონ სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტში კოლექტიური საჩივრები სავარაუდო დარღვევების შესახებ.
//ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა