სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანჩრდილოვანი ეკონომიკა
ჩრდილოვანი ეკონომიკა - ეროვნული მეურნეობის ის ნაწილია, რომელიც მოქმედებს კანონის დარღვევით, ვერ აღირიცხება სახელმწიფო მართვის ორგანოების მიერ და არ იხდის სახელმწიფო გადასახადებს. სადღეისოდ, ძნელი სათქმელია, თუ რა წილი უკავია ჩრდილოვან ეკონომიკას ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში.
ჩრდილოვან ეკონომიკას უდიდესი დანაკარგები მოაქვს ქვეყნისათვის, რაც, პირველ რიგში, აისახება შემოსავლების მეტად უთანაბრო განაწილებაში. მისი არსებობა ასევე იწვევს ეკონომიკური არაეფექტურობის ზრდას, სახელმწიფო შემოსავლების შემცირებას გადასახადებისაგან თავის არიდების გამო, სახელმწიფო უწყებებში კორუფციის სტიმულირებას.
//ნატროშვილი გიორგი. საქართველოს შიდა ეკონომიკური საფრთხეები და მათი მართვის გზები // ახალი აზრი, № 7 (13),– ნოემბერი,–2003