სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ეკონომიკის გლობალიზაცია

ეკონომიკის გლობალიზაცია - ობიექტური მსოფლიო პროცესი, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია. იგი პლანეტას ერთიან ორგანიზმად აყალიბებს და ხელს უწყობს მისი ყველაზე დაშორებული კუთხეების განვითარებას. ეკონომიკის გლობალიზაცია - არის სისტემა შემქმნელი, მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებისა და ქვეყნების ეკონომიკის მზარდი ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც იქმნება ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლის, საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის განვითარების, უამრავი ტრანსნაციონალური კორპორაციების, საერთაშორისო საბაზრო ურთიერთობებისა და საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული გლობალური საზოგადოების შექმნის შედეგად.
//ჭალაგანიძე შოთა, ჭალაგანიძე ეკა,– სამეცნიერო და საინოვაციო-ტექნოლოგიური განვითარების გლობალიზაცია,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა