სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ბიბლია

ბიბლია - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნებს (,,ბიბლონ“- წიგნი). იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ ღვთივშთაგონებული და სულიწმიდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული.
ეტიმოლოგიურად ,,ბიბლონ“ უკავშირდება ეგვიპტური მცენარის ,,პაპირუსის’’ (ქართულად ,,ჭილის’’) ბერძნულ შესატყვისს - ,,ბიბლოს“, რომელიც, გარდა მცენარისა - პაპირუსისა ანუ ჭილისა, ეწოდებოდა იმავე მცენარისაგან დამზადებულ საწერ მასალას, ტყავის (ეტრატის ანუ პერგამენტის), ანდა ქაღალდის მაგიერ რომ გამოიყენებოდა. ამ სიტყვამ (,,ბიბლოს’’) შემდეგ წიგნის მნიშვნელობა შეიძინა.
ბიბლიას, ,,საღვთო წერილისა’’ და ,,წმიდა წერილის’’ გარდა, შეიძლება ვუწოდოთ ,,წიგნთაწიგნი“, ,,თვითწიგნი“, მარტივად ,,წიგნი“, ,,წერილი“. როდესაც იტყვიან: ,,წიგნი გვაუწყებს’’, ,,წერილი გვაუწყებს’’, ,,წიგნის’’ ქვეშ ბიბლია იგულისხმება.
ბიბლია ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა საერთო სახელწოდებაა. ეს ტერმინი დაამკვიდრეს IV ს-ის დიდმა მამებმა- იოანე ოქროპირმა და ეპიფანე კვიპრელმა.
წიგნები, რომლებსაც ბიბლიურს უწოდებენ, ჯგუფდება ორ კატეგორიად: კანონიკური ანუ დაბეჭდილი (ე.ი. ბეჭედდასმული) და არაკანონიკური ანუ დაუბეჭდავი. უკანასკნელთ ხშირად აპოკრიფულსაც ეძახიან (,,აპოკრიფი“ ბერძნული სიტყვაა და ,,დაფარულს“ ნიშნავს). კანონიკური ანუ წმიდა სულის მადლით დაბეჭდილი წიგნების ერთობლიობა სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია კანონის სახელით. ,,კანონი’’ ხშირად ბიბლიის მნიშვნელობით იხმარება.
//პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა