სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ბიოუსაფრთხოების ოქმი

ბიოუსაფრთხოების ოქმი - სათავეს ბიომრავალფეროვნების კონვენციიდან იღებს, რომელსაც 1992 წელს რიოს მსოფლიო სამიტზე 168 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი და იგი, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, 1993 წელს შევიდა ძალაში. ამჟამად, 187 ქვეყანაა კონვენციის მხარე. საქართველო ბიომრავალფეროვნების კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.
ბიოუსაფრთხოების ოქმი წარმოადგენს საერთაშორისო შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც, „ითვალისწინებს რა ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“ მიზნად ისახავს „უზრუნველყოს სათანადო დონის დაცვა იმ ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების უსაფრთხო გადაცემის, მოპყრობისა და გამოყენების სფეროში, რომლებიც მიღებულია თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით და შეუძლიათ მავნე ზეგავლენა მოახდინონ ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვასა და მდგრად გამოყენებაზე“.
//ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა