სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანეროუსმიტის ტესტი
ეროუსმიტის ტესტი - ქმედების ,,აუცილებლობის’’ ტესტი, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყენებს იმის განსასაზღვრად, ექცევა თუ არა ადამიანის ქმედება ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათთა დაცვის ევროპის კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაცვის ფარგლებში. ეს ტესტი პირველად ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ გამოიყენა საქმეში ეროუსმიტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. ტესტის მიხედვით ადამიანის ქმედება მხოლოდ მაშინ ექცევა კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული რელიგიისა და რწმენის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმის, წეს-ჩვეულების დაცვის, ფარგლებში, თუ იგი სავალდებულოა შესაბამისი რელიგიით ან რწმენით.
//ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004