სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

იეზიდები

იეზიდები - ანუ, როგორც თავიანთ თავს უწოდებენ, ეზდიები ეთნიურად და ენობრივად ქურთები არიან. მათგან მხოლოდ რელიგიით განსხვავდებიან, რის გამოც ცალკე ეთნოსს შეადგენენ. მათი რელიგია სინკრეტულია, ახლოს დგას ზოროასტრიზმთან, მაგრამ, ამავე დროს, მასში ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის ელემენტებიცაა ასახული. იეზიდთა რელიგიის ფუძემდებლად ითვლება შეიხი ადი (XII ს.), რომელსაც წინასწარმეტყველს უწოდებენ.
იეზიდები აღიარებენ ერთ ღმერთს და თაყვანს სცემენ ამომავალ მზეს, რომელიც, მათი რწმენით, ღვთის ამქვეყნიური ხატია. თაყვანს სცემენ აგრეთვე ვარსკვლავებს, მთვარეს და ცეცხლს. მათი მთავარი დღესასწაულია ,,მზის დაბადება’’, რომელიც 20 დეკემბერს აღესრულება. მორწმუნეთა საზოგადოება ორ კასტადაა გაყოფილი - საეროდ (მიურიდებად) და სასულიეროდ. სასულიერო წოდება იერარქიულია: არიან ფირები და არიან შეიხები.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა