სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ივლიანიტობა

ივლიანიტობა - ანუ ეპ. ივლიანე ჰალიკარნასელის (VI) სწავლება - ქრისტე მოგვევლინა როგორც ახალი ანუ მეორე, ე.ი. ცოდვამდელი ადამი, ვისი ხორციც არ იხრწნებოდა და არ კვდებოდა (ხრწნა ცოდვის შედეგია). აქედან ცხადია, - მაცხოვრის გვამი განკაცებისთანავე შეიმოსა უხრწნელებით და ამ ფაქტთან მისი მიწიერი ცხოვრების (მას რომ სციოდა, სტკიოდა, შიოდა, რცხვენოდა) შეუთანხმებლობა არის მხოლოდ მოჩვენებითი, ზედაპირული. მაშასადამე, ივლიანეს აზრით, ღმერთკაცი იყო უვნებო; თურმე მას რეალურად არც სციოდა, არც სტკიოდა, არც შიოდა და არც რცხვენოდა (როდესაც ყვრიმალს სცემდნენ). ამიტომ ივლიანიტებს ,,უხრწნელმოჩვენებითებს’’ (,,აფთარტოდოკეტაი’’) ეძახდნენ.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა