სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანიუდაიზმი
იუდაიზმი - მონოთეისტური რელიგიაა; აღიარებს ერთადერთ ღმერთს, -სამყაროს შემოქმედს, რომელსაც მრავალი ეპითეტით ვუხმობთ: იაჰვე (დამახინჯებული ფორმაა ,,იეღოვა’’), ადონაი, ელი, საბაოთ და სხვა. იუდაიზმის თანახმად, ღმერთი არის არა მხოლოდ ერთი, არამედ - ერთსახოვანიც. ებრაელთათვის მიუღებელია ერთარსება-სამების რწმენა. მათ დაუშვებლად მიაჩნიათ აგრეთვე ღვთის განკაცების საიდუმლო.
იუდაისტური მოძღვრების ძირითადი დოგმატები რაბინმა მოსე მაიმონიდმა რეზიუმეს სახით წარმოადგინა (ქრისტიანული ,,რწმენის სიმბოლოს’’ მსგავსად). მას ეწოდება ,,რწმენის 13 სიმბოლო’’. ესენია: 1. არსებობს ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო; 2. ის ერთია; 3. ის უსხეულოა; 4. ის მარადიულია; 5. უნდა ვილოცოთ მხოლოდ მასზე; 6. ღვთიური გამოცხადებანი ჭეშმარიტებაა; 7. მოსე ყველაზე დიდი წინასწარმეტყველია; 8. თორა, ე.ი. ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი, ღმერთმა უკარნახა მოსეს; 9. მოსეს კანონის შეცვლა სხვა კანონით არ შეიძლება; 10. ღვთიური განგება მართავს სამყაროს; 11. არსებობს კეთილისათვის ჯილდო და ბოროტისათვის სასჯელი; 12. ისრაელში მოვა მესია; 13. მკვდრეთით აღდგომა ჭეშმარიტებაა.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002