სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის კლაუზულა
ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის კლაუზულა - Due process clause - აშშ-ს კონსტიტუციის დებულება, რომელიც უკრძალავს მთავრობას თვითნებურად, ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის გარეშე შეზღუდოს ადამიანის უფლება სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და საკუთრებაზე. აშშ-ს კონსტიტუცია შეიცავს ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის ორ კლაუზულას. პირველი, რომელსაც კონსტიტუციის მე-5 შესწორება შეიცავს, შეეხება ფედერალურ ხელისუფლებას, ხოლო მეორე მე-14 შესწორებაშია წარმოდგენილი და ვრცელდება შტატებზე (თუმცა ინკორპორაციის დოქტრინის წყალობით მე-5 შესწორებით გათვალისწინებული ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის კლაუზულა ასევე ვრცელდება შტატებზე). არსებობს ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის დაცვის ორი კომპონენტი: 1) მატერიალურ-სამართლებრივი პროცედურა და 2) პროცესუალურსამართლებრივი პროცედურა. მატერიალურ-სამართლებრივი პროცედურით უზრუნველყოფილი დაცვა ისეთ ფუნდამენტურ უფლებებზე ვრცელდება როგორიცაა რელიგიის, სიტყვისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოების თავისუფლებები. მატერიალურ-სამართლებრივი პროცედურა არის აშშ-ს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ერთ-ერთი ძირითადი სამართლებრივი საფუძველი. მატერიალურ-სამართლებრივი პროცედურით დაცული უფლებების ხელყოფის შემთხვევაში პროცესუალურ-სამართლებრივი პროცედურა არის გარანტია, რომ იარსებებს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დაცვას უფლებების თვითნებური შეზღუდვისაგან. მაგალითად, პროცესუალურ-სამართლებრივი პროცედურის თანახმად, დაუშვებელია პოლიტიკური პროტესტის ქუჩაში გამოხატვის უფლების შეზღუდვა სამართლიანი სასამართლოს მოსმენის გარეშე.
//ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004