სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანკარმა
კარმა - სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,საქმეს’’, ,,მოქმედებას’’, ითარგმნება ,,მისაგებელად’’, ,,საზღაურად’’, ,,სანაცვლოდ’’, შეიძლება გავიზიაროთ ,,ბედადაც’’. რელიგიური ასპექტით კარმა არის კეთილი და ბოროტი საქმეების ჟამი, რასაც წუთისოფლის სტუმარი ყოველ ნაბიჯზე დაატარებს როგორც ტვირთს ჟამითიჟამად ჩადენილი ცოდვებისა თუ მომუშაკებული მადლის მიხედვით. კარმაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედი, მისი მომავალი. ამიტომაც, ბუნებრივია, ადამიანი ცდილობს პირადი კარმის გაუმჯობესებას, ტვირთის შემსუბუქებას. ბოლოს კი - უღლის, ე.ი. კარმის თავიდან მოშორებას, მოსპობას, რადგან იგი ქვეეზიდება სულს და ატყვევებს დედამიწაზე.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002