სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

კორუფცია

კორუფცია - ლათინური სიტყვაა (corrumpo) და პირდაპირი აზრით წახდენას, გაფუჭებას, მოსპობას, განადგურებას, დანგრევას, დარღვევას, ცდუნებას, გარყვნას, გახრწნას, მოსყიდვას, დამახინჯებას, ფალსიფიცირებას ნიშნავს. კორუფცია არ არის მარტოოდენ პარვა და მექრთამეობა; მისი სპექტრი და მოქმედების ველი ერთობ ფართოა. ეს ცნება, ზოგადად სახელმწიფო მასშტაბის უკანონობასაც გულისხმობს და დამნაშავეთა დაუსჯელობასაც. კორუფცია კრიმინალური ცნობიერების ნაყოფია და იქ ჰპოვებს ნოყიერ ნიადაგს, სადაც კანონი არ კანონობს და საზოგადოების ზნეობრივი დონე დაბალია; სადაც საღი სარწმუნოება და ურთიერთობის კულტურა მშრალი, ცივი და უსახური მერჯულეობითაა შეცვლილი; სადაც პიროვნების ღირსებისა და პატივის ხელშეუხებლობის პრინციპი აბუჩადაა აგდებული და დაცინვის საგანია; სადაც საზოგადო და კერძო ღვთისმსახურების შინაგანი ცეცხლი მოწესეობამდე და ლიტონ რიტუალებამდე არის დამდაბლებული.
//პაპუაშვილი ნუგზარ. ეპისკოპოსი გაბრიელი ,,ფარული ქურდების” შესახებ //თავისუფლება N12(24), დეკემბერი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა