სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანკულტი
კულტი - ლათინური სიტყვაა და რელიგიურ სამსახურს ნიშნავს. რელიგიათმცოდნეობაში კი ამ ტერმინით სექტის ის სახეობა აღინიშნება, რომელიც ექსტრემიზმით და რადიკალურობით გამოირჩევა და რომელსაც ხშირად ტოტალიტარულს ეძახიან. მისი არსებითი ნიშანი პიროვნების შთანთქმის, ინდივიდუალობის წარხოცვის და კოლექტიურ ცნობიერებაში გათქვეფის მცდელობაა. ამერიკაში ასეთ სექტებს მიეკუთვნებიან მუნიტები (,,ერთობის ეკლესია’’), ,,ქრისტიანული მეცნიერება’’, ,,ღვთიური განათლების მისია’’ და სხვა. ისინი ახალი წევრების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით არაზნეობრივ მეთოდებს მიმართავენ, რის გამოც საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან, ეკლესიებთან, დენომინაციებთან და ჩვეულებრივ სექტებთან კონფლიქტი აქვთ; ჰყავთ ქარიზმატული (,,სულიწმიდით მოლაპარაკე’’) ლიდერები და თავიანთ თავს ქარიზმატებს ეძახიან.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002