სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანპენტარქია
პენტარქია - ,,ხუთმთავრობა“ IV ს-ის ბოლო წლებში მსოფლიო ეკლესია ხუთ დამოუკიდებელ საეპისკოპოსო კათედრად ანუ ხუთ ეკლესიად იყო დაყოფილი, - რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საეპისკოპოსო კათედრებად, უფრო სწორად - საპატრიარქოებად. შემუშავდა თეორია, რომელიც მოცემულ ვითარებას, ე.ი. მთელი ოიკუმენეს ხუთ საპატრიარქოდ დაყოფას, საკრალურ - ეკლესიოლოგიური მოტივებით უმაგრებდა ზურგს. ლაპარაკია აღნიშნული კათედრების აპოსტოლური (მოციქულებრივი) წარმომავლობის რწმენაზე. რომის საყდარი წმ. პეტრემ დააარსა, კონსტანტინოპოლის (ეფესოდან გადმოტანილი) - იოანე ღვთისმეტყველმა, ალექსანდრიის - მარკოზ მახარებელმა, ანტიოქიის - ლუკა მახარებელმა, იერუსალიმის - წმ. იაკობმა, უფლის ძმამ. ცნობილია ამავე თეორიის მეორე ვარიანტიც. ქვეყანაზე ოთხი პატრიარქია, ოთხი მახარებლის კათედრათა მიხედვით. რომის პატრიარქს (პაპს) ლუკა მახარებლის კათედრა უჭირავს, კონსტანტინოპოლისას - იოანესი, ალექსანდრიისას - მარკოზისი, ანტიოქიისას - მათესი. მეხუთე პატრიარქს კი, იერუსალიმისას, ასეთი ტიტული მისი ქალაქის განსაკუთრებული სიწმინდის გამო ერგო. თუკი ქრისტეს მოძღვრებას რომელიმე ,,ბარბაროზი“ ერი ეზიარება, მისი ეპისკოპოსი ხუთიდან ერთ - ერთ პატრიარქს უნდა დაექვემდებაროს, კერძოდ იმას - ვისგანაც რჯული მიიღო.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002