სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანღვთისმსახურება
ღვთისმსახურება - ღვთისმსახურების ორი სახე არსებობს: კერძო და საზოგადო. კერძო ღვთისმსახურება ნიშნავს ინდივიდის პირად საუბარს ღმერთთან ან ღვთაებრივ არსებასთან (ანგელოზთან, წმინდანთან). ლაპარაკია სავედრებელ ან სამადლობელ ლოცვებზე საკუთარი თავისათვის, სხვისთვის ან სხვათათვის, კერძო შემთხვევებისათვის (ნათლისღება, წესის აგება და ა.შ.), რაც შეიძლება ერთმაც აღასრულოს და ბევრმაც, მაგრამ ეს მაინც კერძო მსახურება იქნება. საზოგადო ღვთისმსახურება ეწოდება ლიტურგიას, რაც ბერძნული სიტყვაა და ,,ერის საქმეს“, ,,საზოგადო საქმეს“ ნიშნავს. ამ დროს სხვადასხვა ერის, სხვადასხვა კლასის, სხვადასხვა სტილის ადამიანები ღმერთს ერთი სულით და ერთი გულით ადიდებენ.
ღვთისმსახურების ორივე ტიპი სათავეს სახარებიდან იღებს. იესო ქრისტემ როგორც ინდივიდუალური ლოცვის, ისე საზოგადო ლოცვისა და მსახურების მაგალითი მოგვცა. ის მარტოც ლოცულობდა და სხვებთან ერთადაც; პირველის საჭიროებასაც ქადაგებდა და მეორისასაც.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002