სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

შემწყნარებლობა

შემწყნარებლობა - ეს ცნება არ არის ერთგვაროვანი. შეუძლებელია, ერთი რწმენის მიმდევარი იწყნარებდეს სხვა სარწმუნოების არსს, დოგმატებს. შინაგანი არსობრივი შემწყნარებლობა წაშლიდა ზღვარს კონფესიათა შორის. არ შეიძლება ქრისტიანი იწყნარებდეს ისლამს, მუსლიმი - ქრისტიანს, იუდეველი - მუსლიმს და ა.შ. მაგრამ ადამიანი, რა რწმენის მიმდევარიც არ უნდა იყოს იგი, უნდა იწყნარებდეს სხვა ადამიანს მისი კონფესიითურთ, რომელსაც შეიძლება არ იზიარებდეს, უპირისპირდებოდეს, მეტიც, ძირშივე უარყოფდეს. თუ სხვა რწმენის შეუწყნარებლობა ადამიანის პირადი საქმეა, სხვა რწმენის ადამიანის შეწყნარება საზოგადოებრივი საქმეა. ამას მხარს უჭერს ქვეყნის კონსტიტუცია. თუ ადამიანს არ სურს გაიგოს ელემენტარული რამ - ანუ შეიწყნაროს (მოითმინოს) განსხვავებული რწმენის ადამიანი მისი რწმენის შეუწყნარებლად (ანუ არ აურიოს ერთმანეთში ეს ორი მომენტი), იგი დაარღვევს კონსტიტუციასაც და კანონსაც, რომელიც გამოქვეყნების დღიდანვე ფარატინა ქაღალდად გადაიქცევა.
//კიკნაძე ზურაბ. ეკლესია და კანონი // თავისუფლება N1(13), იანვარი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა