სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

შიიზმი

შიიზმი - შიიტების პარტია (არაბ. შია-სექტა, პარტია, მიმდევართა ჯგუფი) შეიქმნა არაბთა სახალიფოში VII ს-ის შუა წლებში, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება. იგი, სუნიტებისაგან განსხვავებით, კანონიერ ხალიფად (იმამად) მხოლოდ მუჰამედის ასულის ფატიმასა და მისის მეუღლის ალის შთამომავლებს თვლიდა და მათი უფლებების დასაცავად გამოდიოდა. ეს პარტია პოლიტიკურ სარბიელზე დამარცხდა, მაგრამ გადაიზარდა რელიგიურ-პოლიტიკურ მიმართულებად. ისინი ჯიუტად აღიარებდნენ ალისა და მისი შთამომავალი 12 იმამის (ალიდების) კანონიერ ხელისუფლებას და უკანონოდაცხადებდნენ არაბეთის პირველ ხალიფებს - აბუ ბაქრის, ომარს, ოსმანს და სხვათ. ამ უკანასკნელთა გვერდით მუჰამედის საყვარელი ცოლი აიშა იდგა. ალის მიმდევრებმა (შიიტებმა) არ ირწმუნეს ,,სუნა’’ და სუნიტებს გაემიჯნენ. ანტაგონიზმმა სუნიტებსა და შიიტებს შორის მწვავე ხასიათი მიიღო, რაც არაერთხელ გადაზრდილა რელიგიურ ომებში.
აღმოსავლეთის რელიგიურ და პოლიტიკურ სარბიელზე თვალსაჩინო როლი შეასრულეს შიიზმის განშტოებებმა: ისმაილიტებმა, მუთაზილიზმმა (რაც განდგომას, განმხოლოებას ნიშნავს), აშარიზმმა (დამფუძნებელი აბუ-ალ-ჰასან აშარი) და სხვამ, რომელთაც, შესაძლებელია, ისლამური პროტესტანტიზმი ვუწოდოთ, რადგან ეწინააღმდეგებოდნენ ოფიციალურ კულტმსახურებას.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა