სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანთალმუდი
თალმუდი - იუდაიზმის პირველწყარო, თორასა და ძველი აღთქმის სხვა წიგნებთან ერთად. ,,თალმუდი’’ ებრაული სიტყვაა და ნიშნავს ,,შესწავლას’’. თალმუდი აერთიანებს იუდაისტურ ღვთისმეტყველებას, საღვთისმსახურო პრაქტიკას და სამართალს. თალმუდი, ფაქტობრივად ძველი აღთქმის ეგზეგეზა ანუ თარგმანებაა ფართო და მრავალმხრივი პროფილით. თალმუდი თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა. შემდეგ კი დაიწყეს მისი ჩაწერა, რასაც სათავე ფარისევლებმა და სადუკეველებმა დაუდეს. მისი სრულყოფის პროცესი 7-8 საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა და დასრულებული სახე V ს-ში მიიღო. ასე შეიქმნა ვეებერთელა კრებული, რომელიც იყოფა 6 განყოფილებად და 63 ტრაქტატად. მხოლოდ მასზე დაყრდნობითაა შესაძლებელი იუდაისტური რელიგიის არსში გარკვევა.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
თალმუდი - ებრაელთა წმინდა წიგნი.
//რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]