სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

თეიზმი

თეიზმი - მოძღვრება რომლის თანახმად ღმერთმა არა მარტო შექმნა ყოველივე ხილული და არახილული, არამედ უყვარს თავისი ქმნილება, ზრუნავს მასზე და გზადაგზა ეცხადება კიდეც. თეისტური რელიგიები გამოცხადების რელიგიებია. ღმერთი სამყაროს მიმართ იმანენტურიცაა და ტრანსცენდენტურიც, რის გამოც იგი ადამიანს თავისუფლებასაც ანიჭებს და, მზრუნველი მამის მსგავსად, წვრთნის და სჯის კიდეც. თეიზმის, უფრო ზუსტად, - მონოთეიზმის სრულყოფილი სახე არის ტრიადა (ერთარსება - სამების დოგმატი, ტრიადოლოგია), რაც ქრისტიანული რელიგიის განუყოფელი ნაწილია.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა