სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანთეოკრატიული რესპუბლიკა
თეოკრატიული რესპუბლიკა – რესპუბლიკა, სადაც რელიგიის თავისუფლება უარყოფილია და ერთ-ერთი გავლენიანი პირი სახელმწიფოში არის ის, ვინც გაბატონებულ რელიგიურ კონფესიას უდგას სათავეში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის თეოკრატიული შინაარსი შესაძლებელია მის სახელწოდებაშიც ჩანდეს. ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ირანის ისლამური რესპუბლიკა, 1979 წლის კონსტიტუცია ითვალისწინებს არა მარტო არჩევითი პრეზიდენტის პოსტს, არამედ, ამის გარდა, სახელმწიფოს ხელმძღვანელს (რაჰბარს), რომელიც არის უმაღლესი სასულიერო პირი, იმამი ანუ ფაკიჰი. უმაღლესი სასულიერო პირი ირჩევა ან ინიშნება ექსპერტთა საბჭოს მიერ, რომელიც შეიქმნა 1982 წელს, რომელიც 93 სასულიერო პირისაგან შედგება.
//არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.