სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანპიუს IX
პიუს IX - (1792-1878) პაპად იგი აირჩიეს 1846 წელს. პიუს IX-მ ერთი მხრივ მრავალი ლიბერალური ხასიათის რეფორმა ჩაატარა ეკლესიაში, მეორე მხრივ კი სწორედ მისი ინიციატივით იყო მიღებული ვატიკანის პირველ საეკლესიო კრებაზე პაპის შეუცდომელობის დოგმატი. გარდა ამისა, სწორედ პიუს IX-მ დაწერა ეგრეთ წოდებული ,,სილაბუსი“, რომელშიც აღნუსხული იყო იმ დროის ყველა ანტიქრისტიანული ცდომილება. ამ ტექსტში დიდი ადგილი უკავია ლიბერალურ ღირებულებათა კრიტიკას.
//რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]