ქართული მუსიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი ქართული პროფესიული მუსიკა)
 
(ერთი მომხმარებლის 13 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 38: ხაზი 38:
 
ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ადრინდელ ეტაპზე (XIX- XX სს. მიჯნა) მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს: ხ. სავანელმა, ა. მიზანდარმა, ფ. ქორიძემ, ა. ყარაშვილმა, ი. კარგარეთელმა, ზ. ჩხიკვაძემ. (''გ. ჩხიკვაძე'')  
 
ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ადრინდელ ეტაპზე (XIX- XX სს. მიჯნა) მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს: ხ. სავანელმა, ა. მიზანდარმა, ფ. ქორიძემ, ა. ყარაშვილმა, ი. კარგარეთელმა, ზ. ჩხიკვაძემ. (''გ. ჩხიკვაძე'')  
  
==== ახალი ქართული პროფესიული მუსიკა ====
+
==== პროფესიული მუსიკა ====
 +
===== ქართველ კომპოზიტორთა პირველი თაობა =====
 
ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ფუძემდებლები არიან [[ბალანჩივაძე მელიტონ|მ. ბალანჩივაძე]], დ. არაყიშვილი, ზ. ფალიაშვილი, [[სულხანიშვილი ნიკოლოზ|ნ. სულხანიშვილი]], [[დოლიძე ვიქტორ|ვ. დოლიძე]]. ქართული კლასიკური მუსიკა, რომელიც აღმოცენდა ეროვნული ხალხური მუსიკის უმდიდრესი ტრადიციების საფუძველზე, მთლიანად ვოკალურია. ქართველ კომპოზიტორთა უფროსი თაობა არსებითად შემოიფარგლა ვოკალური ჟანრით. ამ თაობის წარმომადგენელია აგრეთვე [[გოგნიაშვილი რევაზ|რ. გოგნიაშვილი]] –  სცენაზე დადგმული პირველი ქართული [[ოპერა]] „ქრისტინეს“ ავტორი (1918).
 
ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ფუძემდებლები არიან [[ბალანჩივაძე მელიტონ|მ. ბალანჩივაძე]], დ. არაყიშვილი, ზ. ფალიაშვილი, [[სულხანიშვილი ნიკოლოზ|ნ. სულხანიშვილი]], [[დოლიძე ვიქტორ|ვ. დოლიძე]]. ქართული კლასიკური მუსიკა, რომელიც აღმოცენდა ეროვნული ხალხური მუსიკის უმდიდრესი ტრადიციების საფუძველზე, მთლიანად ვოკალურია. ქართველ კომპოზიტორთა უფროსი თაობა არსებითად შემოიფარგლა ვოკალური ჟანრით. ამ თაობის წარმომადგენელია აგრეთვე [[გოგნიაშვილი რევაზ|რ. გოგნიაშვილი]] –  სცენაზე დადგმული პირველი ქართული [[ოპერა]] „ქრისტინეს“ ავტორი (1918).
  
ხაზი 57: ხაზი 58:
 
1922 დაარსდა „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება“, რომლის ბაზაზე 1924 ჩამოყალიბდა [[სიმფონიური ორკესტრი]] და სიმებიანი კვარტეტი. 30-იან წლებში სიმფონიურმა ჟანრმა წამყვანი ადგილი დაიკავა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში. ამავე პერიოდში შეიქმნა ქართული ბალეტები (20-იან წლებში პირველი ცდები ეკუთვნის [[ვახვახიშვილი თამარ|თ. ვახვახიშვილს]]). ა. ბალანჩივაძის „მთების გული“ (1936) ქართული საბალეტო ჟანრის ფუძემდებლური ნაწარმოებია. აღსანიშნავია შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“ (1937). ომის წინა წლებში შექმნილ სიმფონიურ ნაწარმოებთა შორის გამოირჩევა გ. კილაძის [[პოემა (მუსიკალური)|პოემა]] „განდეგილი“ (1937) და შ. მშველიძის პოემა „ზვიადაური“. (1940) (ორივე ნაწარმოებს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია). შ. მშველიძის შემოქმედება ახალი  ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვითმყოფი ფურცელია. იგი ქართული ეპიკური სიმფონიზმის ფუძემდებელია, ხოლო „ზვიადაური“ მისი ყველაზე ძლიერი ნაწარმოებია.
 
1922 დაარსდა „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება“, რომლის ბაზაზე 1924 ჩამოყალიბდა [[სიმფონიური ორკესტრი]] და სიმებიანი კვარტეტი. 30-იან წლებში სიმფონიურმა ჟანრმა წამყვანი ადგილი დაიკავა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში. ამავე პერიოდში შეიქმნა ქართული ბალეტები (20-იან წლებში პირველი ცდები ეკუთვნის [[ვახვახიშვილი თამარ|თ. ვახვახიშვილს]]). ა. ბალანჩივაძის „მთების გული“ (1936) ქართული საბალეტო ჟანრის ფუძემდებლური ნაწარმოებია. აღსანიშნავია შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“ (1937). ომის წინა წლებში შექმნილ სიმფონიურ ნაწარმოებთა შორის გამოირჩევა გ. კილაძის [[პოემა (მუსიკალური)|პოემა]] „განდეგილი“ (1937) და შ. მშველიძის პოემა „ზვიადაური“. (1940) (ორივე ნაწარმოებს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია). შ. მშველიძის შემოქმედება ახალი  ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვითმყოფი ფურცელია. იგი ქართული ეპიკური სიმფონიზმის ფუძემდებელია, ხოლო „ზვიადაური“ მისი ყველაზე ძლიერი ნაწარმოებია.
  
 +
===== 40-50-იანი წლების ქართული მუსიკა =====
 
40-იანი წლების დასაწყისში თბილისის საოპერო სცენაზე დაიდგა რამდენიმე ახალი ქართული ოპერა: შ. თაქთაქიშვილის „დეპუტატი“, ი. ტუსკიას „სამშობლო“, გ. კილაძის „ლადო კეცხოველი“, ვ. გოკიელის „პატარა კახი“, [[მაჭავარიანი ალექსი|ა. მაჭავარიანის]] „დედა და შვილი“, [[ანდრიაშვილი აკაკი|ა. ანდრიაშვილი]]ს „კაკო ყაჩაღი“.
 
40-იანი წლების დასაწყისში თბილისის საოპერო სცენაზე დაიდგა რამდენიმე ახალი ქართული ოპერა: შ. თაქთაქიშვილის „დეპუტატი“, ი. ტუსკიას „სამშობლო“, გ. კილაძის „ლადო კეცხოველი“, ვ. გოკიელის „პატარა კახი“, [[მაჭავარიანი ალექსი|ა. მაჭავარიანის]] „დედა და შვილი“, [[ანდრიაშვილი აკაკი|ა. ანდრიაშვილი]]ს „კაკო ყაჩაღი“.
  
ხაზი 73: ხაზი 75:
 
წარმატებით მუშაობდნენ ამ პერიოდში ქართველი კომპოზიტორები საბალეტო ჟანრში. გ. კილაძის „სინათლე“ გამოირჩევა თავისი სახოვანებით, კოლორიტულობით (სსრკ სახელმწ. პრემია, 1948). ყველაზე სარეპერტუარო ქართულ ბალეტად იქცა დ. თორაძის „გორდა“ (სსრკ სახელმწ. პრემია, 1951). საუკეთესო ქართულ ბალეტად აღიარებულია ა. მაჭავარიანის „ოტელო“ (1957). თბილისის გარდა იგი დაიდგა მოსკოვში, ლენინგრადში, ოდესაში, კუიბიშევში, ტოკიოში, ჰელსინკში და ბუენოს-აირესში. მის მიხედვით გადაღებულია კინოფილმი (1961).
 
წარმატებით მუშაობდნენ ამ პერიოდში ქართველი კომპოზიტორები საბალეტო ჟანრში. გ. კილაძის „სინათლე“ გამოირჩევა თავისი სახოვანებით, კოლორიტულობით (სსრკ სახელმწ. პრემია, 1948). ყველაზე სარეპერტუარო ქართულ ბალეტად იქცა დ. თორაძის „გორდა“ (სსრკ სახელმწ. პრემია, 1951). საუკეთესო ქართულ ბალეტად აღიარებულია ა. მაჭავარიანის „ოტელო“ (1957). თბილისის გარდა იგი დაიდგა მოსკოვში, ლენინგრადში, ოდესაში, კუიბიშევში, ტოკიოში, ჰელსინკში და ბუენოს-აირესში. მის მიხედვით გადაღებულია კინოფილმი (1961).
  
საკანტატო-ორატორიულ ჟანრში შეიქმნა შ. მშველიძის „კავკასიონი“ (1949), ა. მაჭავარიანის „ჩემი სამშობლოს დღე (“1954), ა. ჩიმაკიძის [[კანტანტა]] „ქართლის გული“ (1952), რომელიც ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშია ქართულ მუსიკაში.
+
საკანტატო-ორატორიულ ჟანრში შეიქმნა შ. მშველიძის „კავკასიონი“ (1949), ა. მაჭავარიანის „ჩემი სამშობლოს დღე (“1954), ა. ჩიმაკიძის [[კანტატა]] „ქართლის გული“ (1952), რომელიც ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშია ქართულ მუსიკაში.
  
 +
კამერულ-ინსტრუმენტული ჟანრის განვითარება 40-50-იან წლებში მთელი რიგი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი წარმატებებით აღინიშნა. ნაყოფიერად მუშაობდნენ: ნ. გუდიაშვილი, ა. შავერზაშვილი, ს. ცინცაძე, რომელმაც 4 შესანიშნავი კვარტეტი შექმნა (კვარტეტი №2, სსრკ სახელმწ. პრემია, 1949).
  
 +
ნ. გუდიაშვილის ნაწარმოებთაგან გამოირჩევა საფორტეპიანო კვინტეტი (1949), სონატინა, (1950), 24 პრელუდია და ფუგა. სიმებიანი კვარტეტი შექმნა მოსკოვში მცხოვრებმა ნ. ნარიმანიძემ.
  
 +
ა. შავერზაშვილის კამერულ შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს 8 საფორტეპიანო ტრიოს (1952-1993) და კვინტეტს (1955). აღსანიშნავია აგრეთვე რ. გაბიჩვაძის 3 კვარტეტი და ა. მაჭავარიანის საფონიური პიესები „ხორუმი“, „ბაზალეთის ტბა“ და სავიოლინო „დოლური“, ა. ბალანჩივაძის, რ. ლაღიძის, ს. ცინცაძის, ბ. კვერნაძის, ო. გორდელის, ტ. ბაქრაძის, მ. ფარცხალაძის, ი. გეჯაძის ინსტრუმენტული პიესები. ქართული რომანსის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება 40-იანი წლების მეორე ნახევრიდან, როდესაც შეიქმნა ა. მაჭავარიანის ცნობილი რომანსები – „არ დაიდარდო, დედაო“ და „ცისა ფერს“. მოგვიანებით შექმნილ რომანსთან  – „სხივო, მზეთამზის სახეო“  –  ერთად ისინი მიეკუთვნებიან ქართული ვოკალური ლირიკის საუკეთესო ფურცლებს. მხატვრული გამომსახველობით გამოირჩევიან ა. ჩიმაკაძის ლირიკული რომანსები. დიდი პოპულარობა მოიპოვა მისმა „ფიროსმანის სიმღერამ“ (ვოკალური კვარტეტისათვის).
  
 +
მელოდიური გამომსახველობით გამოირჩევა რ. ლაღიძის და გ. ცაბაძის სიმღერები. რ. ლაღიძის „სიმღერა თბილისზე“ (1958) დედაქალაქის ჰიმნად იქცა. მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ ამ ჟანრში ა. კერესელიძეს, ს. ცინცაძეს, ბ. კვერნაძეს, გ. ყანჩელს, მ. დავითაშვილს, რ. გაბიჩვაძეს, ო. თევდორაძეს, ვ. აზარაშვილს, ს. მირიანაშვილს.
  
 +
ვოკალურ ციკლებს შორის მნიშვნელოვანია ო. თაქთაქიშვილის „არწივი“ და „მთაწმინდის მთვარე“, ს. ნასიძის „ქართული ხალხური პოეზიიდან“, აღსანიშნავია აგრეთვე ლ. შავერზაშვილის „დიალოგი“ და „მთების სიმღერები“, ვ. აზარაშვილის ვოკალური ციკლები [[გრიშაშვილი იოსებ|ი. გრიშაშვილი]]სა და [[ნიშნიანიძე შოთა|შ. ნიშნიანიძის]] ლექსებზე. მასობრივი სიმღერის პირველი ნიმუშები ჯერ კიდევ 20-30-იანი წლების მიჯნაზე შეიქმნა. ჟანრის წამომწყებები იყვნენ ი. ტუსკია, გ. კილაძე, ვ. ცაგარეიშვილი, გ. კოკელაძე. ფართოდ გავრცელდა მასობრივი პატრიოტული სიმღერის ჟანრი ომის წლებში. უფრო გვიანდელი ნიმუშებიდან აღსანიშნავია ო. თაქათაქიშვილის „კომკავშირული მარში“  და რ. გაბიჩვაძის „პიონერული მარში“. ამ ჟანრში წარმატებით მუშაობდნენ: რ. ლაღიძე, შ. მილორავა, ი. ბობოხიძე, ა. შავერზაშვილი.
  
 +
===== ახალი ქართული მუსიკა =====
 +
ქართული მუსიკის ახალი პერიოდი იწყება 60-იანი წლებიდან, როცა ასპარეზზე გამოვიდა კომპოზიტორთა ახალი თაობა ([[ნასიძე სულხან|ს. ნასიძე]], ფ. ღლონტი, [[გორდელი ოთარ|ო. გორდელი]], [[კვერნაძე ბიძინა|ბ. კვერნაძე]], [[სვანიძე ნათელა|ნ. სვანიძე]], [[მამისაშვილი ნოდარ|ნ. მამისაშვილი]], [[აზარაშვილი ვაჟა|ვ. აზარაშვილი]], [[ვაწაძე ნუგზარ|ნ. ვაწაძე]], გ. ყანჩელი, [[გაბუნია ნუნუ|ნ. გაბუნია]], [[კეჭაყმაძე იოსებ|ი. კეჭაყმაძე]] და სხვ.), რომელმაც გაამდიდრა მუსიკა თემატიკურად, სტილისტურად, ტექნოლოგიურად, ეს პერიოდი საინტერესოა ეროვნულობის საკითხისადმი ახლებური მიდგომით, ხალხური მუსიკის უძველესი პლასტების გამოყენებით. 60-70-იან წლებში ინტენსიურად ვითარდებოდა სიმფონიური მუსიკა. მნიშვნელოვანი სიმფონიებია შ. მშველიძის IV (1968), რ. გაბიჩვაძის I (1964), ა. მაჭავარიანის II (1973), ს. ცინცაძის III (1973) და IV (1978), დ. თორაძის II (1968), გ. ყანჩელის ფართოდ აღიარებული II (1970), III (1973), IV (1975), V (1977), VI (1979), ს. ნასიძის III (1969), V (1977), VI (1978), VII (1979), ფ. ღლონტის V (1979 „Vita Nova“), ა. ბალანჩივაძის III სიმფონია (1979), ა. შავერზაშვილის კამერული სიმფონია (1977), ნ. სვანიძის I სიმფონია (1967) –  პირველი „ავანგარდული“ ნაწარმოები ქართულ მუსიკაში.
  
 +
რ. გაბიჩვაძის I სიმფონია, ისევე როგორც მისი III („როსტოკის“) სიმფონია (1972) და კამერული სიმფონია – ნონეტი (1966), ყურადღებას იქცევს ქართული სიმფონიზმისათვის არატრადიციული ხერხების სინთეზი ეროვნუი ინტონაციურ და ჰარმონიულ წყობასთან. აშკარად გამოხატული თანამედროვე ნიშნებითაა აღბეჭდილი დ. თორაძის II სიმფონია („ქებათა ქება ნიკორწმინდას“), რომელიც შთაგონებულია [[ტაბიძე გალაკტიონ|გ. ტაბიძის]] ცნობილი ლექსით.
  
 +
1973 წელს III სიმფონიისა და II კვარტეტის შექმნისათვის ს. ნასიძეს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. აღიარება ხვდათ მის V („ფიროსმანი“), VI („პასიონე“) და მე-7 („დალაი“) სიმფონიებს. [[ლომდარიძე ელიზბარ|ე. ლომდარიძის]] ნაწარმოებში „კამერული მუსიკა 23 ხემიანი საკრავისათვის“ დრამატულად იმპულსური მუსიკა უპირისპირდება ძველებურ საგალობელს.
  
 +
ამ პერიოდისათვის საკრავიერ კონცერტებს შორის გამოირჩევა ა. ბალანჩივაძის საფორტეპიანო  კონცერტი №4 (1967, შოთა რუსთაველის სახ. პრემია), ს. ცინცაძის სავიოლინო კონცერტი (1968), ს. ნასიძის საფორტეპიანო  კონცერტი №2 (1961), ნ. მამისაშვილის „საყმაწვილო კონცერტი“ (1965), ნ. გაბუნიას საფორტეპიანო კონცერტი (1977), ო. თაქთაქიშვილის საფონია №4 (1983), სავიოლინო და [[ჩელო]]ს (1978) კონცერტები, ფ. ღლონტის ჩელოს (1978), [[არფა|არფის]] (1977) და საფ. (1983) კონცერტები. გ. ციციშვილის კონცერტი ჩელოსათვის (1978), ვ. აზარაშვილის ალტისა (1979) და განსაკუთრებით ჩელოს (1969) კონცერტი, რომელიც ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ქართულ მუსიკაში.
  
 +
აღსანიშნავია აგრეთვე [[ცაგარეიშვილი ვახტანგ|ვ. ცაგარეიშვილი]]ს საყმაწვილო საფორტეპიანო კონცერტინო „ხარობს ვარძია“ (1966), და შ. დავითაშვილის (დავიდოვის) 4 კონცერტი [[კლარნეტი]]სათვის და 1 ფლეიტისათვის (1981-2001).
  
 +
რამდენიმე მნიშვენოვანი ნაწარმოები შეიქმნა საკანტატო-ორატორიულ დარგში, მათ შორის საუკეთესოა ო. თაქთაქიშვილის ცნობილი ორატორია „რუსთაველის ნაკვალევზე“ (1964, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1967), რომლის ხაზს აგრძელებს მისივე ორატორია `ნიკოლოზ ბარათაშვილი~ (1970), აღსანიშნავია აგრეთვე ა. მაჭავარიანის ვოკალურ-სიმფონიური ციკლი „ხუთი მონოლოგი“ (1967, შ. რუსთაველის სახელობის პრემია), კანტატები: ო. თაქთაქიშვილის გ„ურული სიმღერები“ და „ქართლის ჰანგები“, ო. გორდელის „რაზედ ბუტბუტებს მტკვარი,“ რ. ლაღიძის „ვარძია“. თავისი ჩანაფიქრითა და წერის თანამედროვე ტექნიკით ორიგინალურია ნ. სვანიძის კამერული ორატორია „ფიროსმანი“ (1969). წარმატება ხვდათ აგრეთვე დ. თორაძის „ქართულ ხალხურ ჩანამღერებს“ (1972), ბ. კვერნაძის ვოკალურ-სიმფონიურ პოემას „ძველი ქართული წარწერები“  (1978) და ი. კეჭაყმაძის „საგუნდო პარაფრაზებს ძველი თბილისის ჰანგებზე“ (1977, ზ. ფალიაშვილის სახ.ელობის პრემია), მისსავე სხვა საგუნდო ნაწარმოებებს („ფშაური იდილიები“ – 1972, „მთისაი ბარსა“ – 1978) და სხვა.
  
 +
60-იანი წლებში შეიქმნა მნიშვნელოვანი საოპერო ნაწარმოებები – ო. თაქთაქიშვილის „მინდია“ (1961) და „სამი ნოველა“ (1967), შ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“ (1961), „მინდიას“ მუსიკა მელოდიურია, გამსჭვალულია დიდი შინაგანი დინამიკითა და ექსპრესიით. თბილისის გარდა იგი დაიდგა მინსკში, ერევანში, რიგაში, ქუთაისში, ტარტუში, საარბრიუკენში (გფრ), ოლომოუცში (ჩეხოსლ.), ოპერა „სამი ნოველა“ ახალი რედაქციითა და სახელწოდებით „სამი სიცოცხლე“ დაიდგა მოსკოვში [[სტანისლავსკი კონსტანტინ|სტანისლავსკი]]სა და [[ნემიროვიჩ-დანჩენკო ვლადიმირ|ნემიროვიჩ-დანჩენკო]]ს სახელობის მუსიკსლური დრამატულ თეატრში (1972), აგრეთვე ბრატისლავაში (ჩეხოსლ.), შ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“ ყურადღებას იქცევს სტილის თვითმყოფადობით, დიდებული საგუნდო სცენებით. (ახალი რედაქციით დაიდგა ქუთაისში, 1985).
  
 +
70-იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერებია: ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“ (1977, დაიდგა მოსკოვში, სსრკ [[დიდი თეატრი|დიდ თეატრში]], და თბილისში), მასშტაბური, დრამატურგიულად მრავალპლანიანი ნაწარმოები, ლირიკულ-კომიკური ოპერა „პირველი სიყვარული“ (1979) და რ. ლაღიძის „ლელა“ (1975, სსრკ სახელმწიფო პრემია, დაიდგა თბილისში, ბათუმში, ჩეხოსლოვაკიაში), რომლის მუსიკა ნათელი მელოდიურობითაა აღბეჭდილი, არატრადიციული „ლექსიკით“ ყურადღება მიიქცია გ. ჩლაიძის კომიკურ-სატირულმა ოპერამ „დარისპანის გასაჭირი“ (1975).
  
.
+
60-70-ან წლებში შექმნილ ბალეტებს შორის აღსანიშნავია ს. ცინცაძის „დემონი“ (1961), რომელიც დაიდგა თბილისსა და ტალინში, ა. ბალანჩივაძის „ცხოვრების ფურცლები“ (1961, დაიდგა სსრკ დიდ თეატრში), მისივე „მწირი“ (1964), ბ. კვერნაძის „ქორეოგრაფიული ნოველები“ (1964) და „ბერიკაობა“ (1971), ფ. ღლონტის „განთიადი“ (1967), რ. გაბიჩვაძის „ჰამლეტი“ (1971) და „მედეა“ (1978), ს. ცინცაძის „დალი და მონადირე“ (1977), საერთაშორისო პრემია მიენიჭა დ. თორაძის ტელებალეტ „მწირს“ (1978).
 +
 
 +
პირველი ქართული [[ოპერეტა]] 1939 დაიწერა (ვ. კურტიდი), ძირითადი სარეპერტუარო ფონდი შეიქმნა მომდევნო ათწლეულების მანძილზე. ამ ჟანრში ყველაზე აქტიურად მუშაობდნენ შ. მილორავა და გ. ცაბაძე. აღსანიშნავია აგრეთვე შ. აზმაიფარაშვილის, ნ. გუდიაშვილის, ა. კერესელიძის, რ. ლაღიძის, დ. თორაძის, ვ. ცაგარეიშვილის, ს. ცინცაძის, ა. შავერზაშვილის. ვ. აზარაშვილის, ნუნუ გაბუნიას, ა. ჩიმაკიძის ოპერეტები. იქმნება [[მიუზიკლი]]ს პირველი ნიმუშები. მათ შორის  – გ. ცაბაძის ცნობილი კინომიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ (1974) და სხვა.
 +
 
 +
კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკის წარმატებები 60-70-იან წლებში ძირითადად კვლავ ს. ცინცაძის სახელთანაა დაკავშირებული. მან შექმნა ხუთი ახალი კვარტეტი, რომელთა შორის საუკეთესოა V (1963), VI (1966), IX (1970) კვარტეტები.
 +
 
 +
4 სიმებიანი კვარტეტი შექმნა ს. ნასიძემ (1969, 1971,1981,1985). მაღალი შეფასება ხვდა წილად ნ. გაბუნიას ცნობილ ვოკალურ-ინსტრუმენტულ „იგავს“ (1964). მანვე დაწერა სიმებიანი კვარტეტი (1978) და სონატა ფორტეპიანოს, [[საყვირი]]ს და [[დასარტყამი საკრავები|დასარტყამი საკრავებისათვის]] (1979). ინსტრუმენტულ ჟანრში ინტენსიურად მუშაობს ვ. აზარაშვილი (კვინტეტი სასულე საკრავებისათვის, 1979, საფორტეპიანო [[სონატინა]], 1979 და სხვა). საინტერესო ნაწარმოებია ნ. მამისაშვილის „ლირიკული დღიურის ფურცლები“ ფორტეპიანოსათვის, [[ბაკურაძე თეიმურაზ|თ. ბაკურაძი]]ს ფრიად ორიგინალური სიმებიანი კვარტეტი „ფშაური ნატირლები“ (1973). ამ პერიოდში სიმებიანი კვარტეტის ჟანრს პირველად მიმართეს ა. მაჭავარიანმა (4 კვარტეტი, 1978-1982) და ო. თაქთაქიშვილმა. შეიქმნა გ. ჩლაიძის მხატვრული ღირსებებით გამორჩეული ვოკალური ციკლი „სიყვარულის საგალობლები“ (1972), რ. ლაღიძის, შ. მილორავას, ი. ბობოხიძის მასობრივი სიმღერები.
 +
 
 +
საბავშვო მუსიკის დარგში სხვადასხვა დროს ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ თ. შავერზაშვილი, შ. თაქთაქიშვილი, ნ. შარაბიძე, ლ. ფალიაშვილი, შ. ჯოჯუა (ოპერა საბავშვო შესრულებისათვის „დათვის წვეულება“, 1985, „დიდება მზეს“, 1989), რ. ქარუხნიშვილი, დ. ჩხეიძე, ლ. ხაფავა, ა. შანიძე და განსაკუთრებით, მ. დავითაშვილი, რომლის საბავშვო სიმღერები გამოირჩევა ფაქიზი გემოვნებითა და სახოვანებით.
 +
 
 +
ამ წლებში საგრძნობი სიახლე შემოიტანეს ქართულ მუსიკაში კომპოზიტორთა ახალი თაობის წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან: გ. ჩლაიძე, თ. შავლოხაშვილი, [[ბარდანაშვილი იოსებ|ი. ბარდანაშვილი]], მ. შუღლიაშვილი, მ. ოძელი, ვ. ჭულუხაძე, ჯ. ბეგლარიშვილი, მ. ცერცვაძე, რ. ჩიტაშვილი, ე. ლომდარიძე, რ. კაჟილოტი, გ. სიხარულიძე. 1971 გაიხსნა საქართველოსკომპოზიტორთა კავშირის აფხაზეთის განყოფილება (თავმჯდ. ს. ქეცბა).
 +
 
 +
===== 80-90-იანი წლების ქართული მუსიკა =====
 +
80-90-იანი წლების ქართული მუსიკის კომპლექსური განხილვა გაძნელებულია იმ ფუნდამენტური ცვლილებების გამო, რომლებიც მოხდა ამ პერიოდში (90-იანი წ. წ.) ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. მუსიკალური ხელოვნების  განვითარების დინამიკაში, რა თქმა უნდა, აისახა ეს რადიკალური პროცესები. 80-იან წლებში, მართალია, ჯერ კიდევ მოქმედებდა წინა ათწლეულების ცხოვრების წესის „ინერცია“, მაგრამ მუსიკაში სულ უფრო მკვეთრად იჩენდა თავს ახალი ტენდენციები, ისეთები, როგორც ჟანრული „ფონდის“ შემდგომი გაფართოება, ხალხურ-ეროვნული მასალის ჩართვა XX ს-ის მუსიკის სტილისტურ კონტექსტში, რაც მეტ-ნაკლებად ვლინდება ყველა ჟანრში, თვით საოპეროშიც, რომელიც მანამდე ნაკლებად იყო ორიენტირებული ნოვაციებზე, ასეთებია ბ. კვერნაძის „იყო მერვესა წელსა“ (1983) და გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“ (1984), რომლებსაც დიდ განსხვავებასთან ერთად, ანათესავებდა არატრადიციული სტილისტიკა, დრამატურგია და ა. შ. საბალეტო ჟანრში ანალოგიურმა ტენდენციამ თავი იჩინა ა. მაჭავარიანის „ვეფხისტყაოსანში“ (1985 დაიდგა ლენინგრადში), ტრადიციულ რაკურსშია გადაწყვეტილი ს. ცინცაძის „რივარესი“ (1982, მოსკოვი), ვ. აზარაშვილის „ხევისბერი“ (1984, ქუთაისი). შ. დავითაშვილის „ვეფხვი და მოყმე“ (1978), „ზვიადაური“ (1986, ქუთაისი), 2005 შესრულდა გ. ჩლაიძის მონოოპერა „წიგნი ნესტან დარეჯანისა“ (სოპრანოსათვის). სიმფონიურ მუსიკაში შეიქმნა რამდენიმე საყურადღებო ნაწარმოები: გ. ყანჩელის VII სიმფონია (1986) და „ლიტურგია“ ([[ორკესტრი]]სა და ალტისათვის, 1989), ა. მაჭავარიანის III (1983), ს. ცინცაძის V (1985), ფ. ღლონტის VII-XI (80-იანი წლები), ი. ბარდანაშვილის №1 (1980) სიმფონიები. ხსენებული ავტორების გარდა, სიმფონიური ნაწარმოებები შექმნეს აგრეთვე გ. ბზვანელმა, ნ. გაბუნიამ, შ. დავითაშვილმა, დ. თორაძემ, რ. თოხაძემ, [[კახიძე ვახტანგ|ვ. კახიძემ]], [[ლომდარიძე ელიზბარ|ე. ლომდარიძე]]მ, ო. მინდორაშვილმა, კ. როსებაშვილმა, ნ. სვანიძემ, შ. შილაკაძემ, რ. ჩიტაშვილმა, გ. ჯაფარიძემ, მოსკოვში მცხოვრებმა მ. გაგნიძემ.
 +
 
 +
კამერულ-ინსტრუმენტულ ჟანრში კვლავ ლიდერობს ს. ცინცაძე შესანიშნავი X კვარტეტითა (1984) და „24 პრელუდიით ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისათვის“ (1987), კვარტეტები შექმნეს: ა. მაჭავარიანმა, ო. თაქთაქიშვილმა, ნ. გუდიაშვილმა, ა. შავერზაშვილმა, ს. ნასიძემ, ნ. გაბუნიამ, ვ. აზარაშვილმა, მ. ოძელმა, ახალგაზრდებმა  –  ი. ბარდანაშვილმა, ზ. ნადარეიშვილმა, კ. ცაბაძემ, საფ. ტრიოები_ ა. შავერზაშვილმა, თ. შავლოხაშვილმა, საფ. კვინტეტები ო. თაქთაქიშვილმა, ს. ნასიძემ. ვოკალურ-სიმფონიურ და საგუნდო ჟანრებში შეიქმნა: ო. თაქთაქიშვილის „წერეთლის ჩანგით“, „ქართლის ჰანგები“ (ორივე 1983), გ. ყანჩელის „სევდა ნათელი“ (1985), ს. ნასიძის („ვედრება”), ი. კეჭაყმაძის (`დავითიანიდან~, 1980), რ. კაჟილოტის, გ. ჩლაიძის, შ. შილაკაძის, ი. ბობოხიძის, ჯ. ბეგლარიშვილის ნაწარმოებები. კამერულ-ვოკალურ ჟანრებში ციკლები შექმნეს: ო. თაქთაქიშვილმა, ვ. აზარაშვილმა, ლ. შავერზაშვილმა, შ. დავითაშვილმა, გ. სიხარულიძემ, გ. ჩლაიძემ, ა. შანიძემ და სხვა. თეატრალური და კინომუსიკის დარგებში გამოირჩევიან კომპოზიტორები: რ. ლაღიძე, გ. ყანჩელი, გ. ცაბაძე, ს. ცინცაძე, დ. თორაძე, ბ. კვერნაძე, ა. კერესელიძე, გ. სიხარულიძე და სხვ.
 +
 
 +
90-იანი წლები, რომლებმაც დიდხანს ნანატრი დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოუტანა ქართველ ხალხს, როგორც ცნობილია, აღინიშნა მთელი რიგი მძიმე პოლიტიკური, სოციალური და მორალურ-ფსიქოლოგიური კოლიზიებით, რამაც, ცხადია, მუსიკალურ ხელოვნებაშიც გამოიწვია ნეგატიური პროცესები. მკვეთრად შემცირდა თეატრალური და საკონცერტო პრემიერების რიცხვი, ახალი (განსაკუთრებით, დიდი ფორმის) ნაწარმოებების რაოდენობა, საგრძნობლად დაქვეითდა დიდი ტრადიციების მქონე [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი]]ს მხატვრული დონე. მრავალმა ცნობილმა კომპოზიტორმა, შემსრულებელმა და კოლექტივმა საზღვარგარეთ დაიდო ბინა. ამავე ხანებში ქართულ მუსიკას გამოაკლდა გამოჩენილ კომპოზიტორთა ბრწყინვალე კოჰორტა, რამაც შემოქმედებითი კრიზისის საშიშროება შექმნა. ეს მძიმე წლები იმედისმომცემი მოვლენებითაც აღინიშნა: ჩამოყალიბდა მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე [[თბილისის სიმფონიური ორკესტრი]], ბათუმში გაიხსნა (1993) საოპერო თეატრი, ჩატარდა შემსრულებელთა პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსები, საუკუნის დასასრულისათვის საგრძნობლად გამოცოცხლდა მუსიკალური ცხოვრება.
 +
 
 +
შემოქმედებით ტენდენციათაგან აღინიშნება კამერული, როგორც უფრო „პორტატიული“ ჟანრების დომინირება, სასულიერო თემატიკის საგრძნობი ზრდა და, შესაბამისად, ქართული საგალობლების სტილისტური კომპლექსის მოზიდვა, გაიზარდა ე. წ. ავანგარდული საკომპოზიტორო ტექნოლოგიის შემოღწევის შემთხვევები. მეტ-ნაკლებად ეს პროცესი ყველა კომპოზიტორს, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენელთა (ა. მაჭავარიანი, რ. გაბიჩვაძე, დ. თორაძე) შემოქმედებას შეეხო. მის წამომწყებ კომპოზიტორთა – ნ. სვანიძის და ნ. მამისაშვილის გარდა მან (პროცესმა) თავი იჩინა ახალგაზრდათა (მ. შუღლიაშვილი, თ. ბაკურაძე, უფრო გვიან – ზ. ნადარეიშვილი და სხვა) ნაწარმოებებში, თუმცა არსებითად იგი მაინც პერიფერიულ მოვლენად დარჩა ქართულ მუსიკაში. უჩვეულოდ მოკლედ გამოიყურება შექმნილ და, მით უმეტეს, დადგმულ ოპერათა სია – სულ ორი დასახელება: ბ. კვერნაძის „მედეა“ და თ. შავლოხაშვილის „თეთრი მანდილი.“ „მედეა“ დაიდგა ჯერ ქუთაისში (1993), შემდეგ კი ძირეულად განახლებული სახით და „კოლხთა ასულის“ სახელწოდებით თბილისში (1997), მისი მუსიკა ინტონაციურად მკაცრი, სტილისტურად მთლიანი, დრამატურგიულად გამართულია. „თეთრი მანდილი“ (შექმნილია 1972, დაიდგა ქუთაისში 1994) თავისი ჟანრით უახლოვდება ოპერა-ორატორიას, მასში მნიშვნელოვანია გუნდის ფუნქცია, მუსიკა ყურადღებას იქცევს გამომსახველ ხერხთა სიახლით. ნაყოფიერად მუშაობენ მიუზიკლის ჟანრში ვ. აზარაშვილი, ნუნუ გაბუნია, გ. ჩლაიძე. რამდენიმე საყურადღებო ნაწარმოები შეიქმნა სიმფონიურ ჟანრში: პირველ რიგში, შავერზაშვილის მე-5 სიმფონია (1994) და ს. ნასიძის „ლიტურგიული სიმფონია“ (1992), აგრეთვე ი. გეჯაძის №3 (1993), შ. დავითაშვილის№2 (1992) სიმფონიები, რ. ქარუხნიშვილის „მუსიკა სიმფონიური ორკესტრისათვის“, მცირე საორკესტრო ჟანრის კარგი ნიმუში – ვ. აზარაშვილის „ნოქტიურნი“, ა. მაჭავარიანის, ფ. ღლონტის, თ. შავლოხაშვილის სავიოლონჩელო კონცერტები, ფ. ღლონტის „სიმფონია-კონჩერტანტე“ ფ-ნოსა და ორკესტრისათვის (1990), მთელი რიგი ნაწარმოებები დაწერა საზღვარგარეთ გ. ყანჩელმა: „სიცოცხლე შობის გარეშე“ (სიმებიანი ორკესტრის, [[საქსოფონი]]სა და [[სოპრანო (მუსიკა)|სოპრანო]]სათვის, Exil სოპრანოსა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის), ამენტო ([[ვიოლინო]]ს, სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის) და სხვა. კამერულ-ინსტრუმენტულ ჟანრში აღსანიშნავია: ს. ცინცაძის უკანასკნელი მე-12 (1990) და ს. ნასიძის მე-5 კვარტეტები, ა. შავერზაშვილის მე-8 („ლიტურგიული“), ს. ნასიძის, ნ. გაბუნიას, თ. შავლოხაშვილის, ზ. ნადარეიშვილის საფორტეპიანო ტრიოები, გ. შავერზაშვილის საფორტეპიანო [[სონატა]], ზ. ნადარეიშვილის კვინტეტი (1999), ვ. აზარაშვილის სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატები. მუსიკალური  ცხოვრების დასამახსოვრებელ მოვლენად დარჩა „ავანგარდული“ მიმართულების ლიდერის [[ბაკურაძე თეიმურაზ|თ. ბაკურაძის]] ნაწარმოების „2 წიგნი კვინტეტისათვის“ შესრულება (1992, შესრ. 1995). კამერულ-ვოკალურ ჟანრში შეიქმნა ა. მაჭავარიანის, ვ. აზარაშვილის, თ. შავლოხაშვილის, შ. დავითაშვილის, ნუნუ გაბუნიას, ნ. დუღაშვილის ვოკალური ციკლები და რომანსები. საგუნდო ჟანრში კვლავ ნაყოფიერად მუშაობს ი. კეჭაყმაძე, აგრეთვე ჯ. ბეგლარიშვილი, თ. შავლოხაშვილი, შ. დავითაშვილი, რ. ხორავა, ლ. თაქთაქიშვილი, რ. ქარუხნიშვილმა დაწერა ორატორია „გალობანი ვედრებისანი“ სასულიერო ტექსტებზე.
 +
 
 +
შეიძლება ითქვას, რომ ამ ათწლეულთან დაკავშირებული სიძნელეები ყველაზე უმტკივნეულოდ საესტრადო ჟანრმა გადაიტანა, რომელსაც იმ დროისათვის საკმაოდ შინაარსიანი გზა ჰქონდა გავლილი, ჯერ კიდევ 30-იან წლებში ფართოდ იყო ცნობილი მომღერლების: ლ. კავსაძის, ა. ვარდიაშვილის, ქ. ჯაფარიძის, თ. წერეთლის. მოგვიანებით ლ. გეგელიას, მ. ძიძიგურის და სხვათა სახელები. ათეული წლების მანძილზე ნაყოფიერად მუშაობდა გ. ცაბაძე, რომლის მუსიკამ ფართო გავრცელება პოვა. თავის დროზე საგრძნობი წვლილი შეიტანეს ამ ჟანრის განვითარებაში რ. გაბიჩვაძემ, ნ. გუდიაშვილმა, რ. ლაღიძემ, ო. გორდელმა, შ. მილორავამ, ს. მირიანაშვილმა, კ. პევზნერმა, ო. თევდორაძემ, დ. თორაძემ, გ. ყანჩელმა, ვ. აზარაშვილმა, ნ. გიგაურმა, ნ.დუღაშვილმა, ა. ბასილაიამ. 80-90-იან წლებში მათ რიცხვს მიემატნენ კ. ცაბაძე, ზ. მჟავია. ნ. გაბუნია, რ. სებისკვერაძე, მ. კვალიაშვილი, ო. ტატიშვილი, დ. ტურიაშვილი, ვ. კახიძე, ვ. დურგლიშვილი, ნ. ედილაშვილი, დ. ევგენიძე, ჯ. სეფიაშვილი („ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, 1989), ადრე ცნობილ საესტრადო კოლექტივებს – „რეროს“, „ორერას“, „ივერიას“, „ცისფერ ტრიოს“ დაემატა კიდევ მრავალი, თუმცა მათი „პროდუქცია“ მუდამ როდი იყო მაღალი მხატვრულ-ესთეტიკური თვისებების მატარებელი. ცალკეულ შემსრულებელთაგან კვლავ აქტიურად მოღვაწეობდნენ [[ბრეგვაძე ნანი|ნ. ბრეგვაძე]], რომელიც ს-ის საუკეთესო მომღერლად აღიარეს, [[კიკაბიძე ბუბა|ვ. კიკაბიძე]], ე. კაკულია, ს. ებრალიძე, [[გვერდწითელი თამარ|თ. გვერდწითელი]], [[დოლიძე გოგი|გ. დოლიძე]], მ. სეფაშვილი, თ. წიკლაური, თ. ჭოხონელიძე და სხვები.
 +
 
 +
90-იან წლებში ასპარეზზე გამოვიდა ახალგაზრდა კომპოზიტორთა თაობა: ს. ადამაშვილი, [[კახიძე ვახტანგ|ვ. კახიძე]], ი. ცინცაძე, ო. ტატიშვილი, გ. დავითაშვილი, დ. ევგენიძე, ზ. ბუცხრიკიძე, ნ. ჯანჯღავა, ნ. გაბაშვილი, ე. ჭაბაშვილი, მ. ალფაიძე, ე. ჭავჭანიძე, მ. ვირსალაძე, ნ. მემანიშვილი და სხვები.
 +
 
 +
==წყარო==
 +
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 +
[[კატეგორია:ქართული მუსიკა]]
 +
[[კატეგორია:ქართული მუსიკის ისტორია]]

მიმდინარე ცვლილება 01:51, 14 მაისი 2025 მდგომარეობით

ქართული მუსიკა – მატერიალური კულტურის ძეგლებითა და წერილობითი წყაროებით დასტურდება, რომ ქართული მუსიკის სათავეები 3 ათასი წლის წინაა საძიებელი. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს არქეოლოგების მიერ მცხეთის რაიონში აღმოჩენილი გედის წვივის ძვლისაგან დამზადებული სამთვლიანი სალამური (ძვ. წ. XV-XIV სს.). სხვა სამუსიკო საკრავთაგან დღემდე მოღწეულია შვიდთვლიანი სალამური, ექვსღეროვანი სოინარი ანუ ლარჭემი, ბუკი, გუდასტვირი, ჭიბონი ანუ ჭიმონი, ჩანგი, ფანდური, ჩონგური, ჭიანური, ჭუნირი, დოლი, დაირა, დიპლიპიტო.

სარჩევი

[რედაქტირება] ქართული სასიმღერო შემოქმედება

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველთა სასიმღერო შემოქმედება, ჯერ კიდევ VIII და V სს. ძვ. წ. ისტორიულ საბუთებში გვხვდება ცნობები შრომის, სალაშქრო და საფერხულო სიმღერების შესახებ. ჩვენამდე მოღწეული მრავალი სიმღერის არქაული სამუსიკო აღნაგობა და წარმართული შინაარსის ტექსტი გვაფიქრებინებს, რომ ქართველ ხალხს ამ პერიოდისათვის უნდა ჰქონოდა სხვა ჟანრის სიმღერებიც.

[რედაქტირება] ქართული მუსიკალური ფოლკლორი

ქართული მუსიკალური ფოლკლორი მრავალ დიალექტს მოიცავს: ხევსურულს, თუშურს, ფშაურს, მოხეურს, მთიულურს, ქართლ-კახურს, მესხურს, რაჭულს, ლეჩხუმურს, სვანურს, იმერულს, გურულს, მეგრულს, აჭარულს, ლაზურს. ქართული ხალხური მუსიკის თავისებურებაა მრავალფეროვანი, თავისთავადი 1, 2, 3 და 4-ხმიანობა, რომელიც თავის მხრივ იყოფა 2 ძირითად განშტოებად: აღმოდსვლრთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს მუსიკალურ შემოქმედებად. ერთხმიანი სიმღერა ორგვარია – ცალფა (სოლო) და გუნდური (ეს უკანასკნელი განვლილი ეტაპია). ცალფა სიმღერებია „ნანა“, ქართლ-კახური „ურმული“, „ოროველა“ (გვხვდება ორხმიანიც) და თუშ-ფშავ-ხევსურების, მესხების, ლაზების სასიმღერო შემოქმედების დიდი ნაწილი. ზოგიერთი ცალფა სიმღერა სამუსიკო საკრავების თანხლებით სრულდება.

ორხმიანი სიმღერები გვხვდება უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში, აჭარაში, ცნობილია აგრეთვე მეგრული, ლაზური და მესხური ორხმიანობა, ქართული სამხმიანობისათვის დამახასიათებელია ჰომოფონიური და ჰომოფონიურ-პოლიფონიური აღნაგობა. ერთ შემთხვევაში ორი ზემო ხმა მელოდიას პარალელური მოძრაობით ავითარებს, მეორე შემთხვევაში ან პირველი ხმაა მთქმელი და მეორე - მოძახილი, ან პირუკუ, რაც მათ შორის კონტრაპუნქტულ შეფარდებას ქმნის. ბანი ყველა შემთხვევაში ჰარმონიულ ფუნქციას ასრულებს. თავისი ფორმის, კილოური საფუძვლის, მუსიკალური გამომსახველობის საშუალებათა მრავალფეროვნებით, რიტმულ-ინტონაციური სიმდიდრით, სამოდულაციო ხერხების ორიგინალობით საგრძნობლად გამოირჩევა ქართლ-კახური გრძელი სუფრული სიმღერები − „მრავალჟამიერი“, „ჩაკრულო“, „მო, ლხინი ვნახოთ“, „შემოძახილი“, „ხეურო“, „ჩონგურო“, „ზამთარი“ და სხვა. ესენი ქართული შემოქმედების კლასიკური ნიმუშებია. ამ სიმღერების ფართოდ გაშლილ - განვითარებული მელოდია ორ მთქმელს მიჰყავს ხან პარალელურად, ხან მორიგეობით. ამათგან თითოეული ამჟღავნებს შემსრულებლობის მაღალ ოსტატობას, დახვეწილ მხატვრულ გემოვნებას, მდიდარ ფანტაზიას, რაც ხმებს შორის იშვიათ ორიგინალურ შეხამებებს ქმნის, თანდათან აძლიერებს დინამიკას და სიმღერა საზეიმო ხასიათს იღებს. ბანი აქაც ჰარმონიული საფუძველია, თუმცა უფრო აქტიური. მუსიკალური აღნაგობისა და ხმების ურთიერთდამოკიდებულების მხრივ გარკვეული მსგავსებაა ქართლ-კახურ და რაჭულ სიმღერებში. ეს უფრო სუფრულ და საწესო სიმღერა „ალილოში“ შეიმჩნევა. აქვე უნდა აღინიშნოს მესტვირეობის ტრადიცია, რომელიც დღემდე შემორჩა და განვითარდა რაჭაში. მესტვირის რეპერტუარში საპატიო ადგილი უჭირავს საგმირო ეპოსს, შაირებს, რომლებშიც ვლინდება იმპროვიზაციის ნიჭი, გონებამახვილობა, რამაც პოპულარობა მოუპოვა ამ საკრავს, სახელი გაუთქვა მესტვირეებს მთელ საქართველოში.

ქართულ მუსიკალურ ფოლკლორში განცალკევებით დგას სვანების ხალხური სასიმღერო შემოქმედება, როელიც ამჟამად უმთავრესად სამხმიანი სიმღერებითაა წარმოდგენილი. ამ სიმღერების ზვიადი, მედიდური განწყობილება კარგად ერწყმის სვანეთის გოროზ ბუნებას. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს სვანური სიმღერის ორიგინინალური კილოური აღნაგობა, მეტრ-რიტმის სიმტკიცე, ხმათა სიმჭიდროვე, მკაცრი, დიადი ხმოვანება, დისონანსური შეხამებანი („ლილე“), რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მის ჟღერადობას. ხშირია სამოდულაციო გადახრები, ვხვდებით ქრომატულ სვლებს, მელოსის დინამიკურ განვითარებას („კვირია“), დამახასიათებელია ძირითადი სამხმოვანებით დაღმავალ-აღმავალი კომპლექსური მოძრაობა, რაც თავისებურ კოლორიტს ანიჭებს სიმღერას („ორდიაშუ“, „თამარ დედფალ“), გავრცელებულია საგმირო-საისტორიო, საწესო, საფერხულო ჟანრები. ლირიკული სიმღერა შედარებით იშვიათია („ვოი დი ვო“, „მირანგულა“).

სტილისა და ჟანრების მიხედვით მდიდარ და მრავალფეროვან მეგრულ ფოლკლორში დიდი ადგილი აქვს დათმობილი სამხმიან სატრფიალო, საყოფაცხოვრებო, სახუმარო სიმღერებს. ეს სიმღერები გამოირჩევა სინატიფით, ლირიზმით, გამჭვირვალე ფაქტურით („ჩელა“, „სი ქოულ ბატა“ „სისატურა“, „ერეხელი“). მათ უპირისპირდება მოძრავი დრამატიზებული საქორწინო, საცეკვაო, შრომის სიმღერები („კუჩხი ბედინერ“ი, ვოი სა, ოდოია, „ოჩეშხვეი“), რომლებიც თვითმყოფი ვოკალური პოლიფონიის ნიმუშებია. იმერული სიმღერებისათვის დამახასიათებელია მხნე, ხალისიანი განწყობილება. სამივე ხმა მდიდარი რიტმულ-ინტონაციური მოძრაობით გამოირჩევა („მხედრული“, „ცხენოსნური“). ფორმა უმეტესად კუპლეტურია. გამონაკლისს შეადგენს შრომის სიმღერა „ნადური“, რომელიც ყურადღებას იქცევს ფორმის სირთულით, ხმათა ფართო განვითარებით, პოლიფონიური საფუძვლის თავისებურებით.

მთელი თავისი მრავალფეროვნებით ხალხური პოლიფონია გურულ და აჭარულ სასიმღერო შემოქმედებაშია წარმოდგენილი. განსაკუთრებით სპეციფიკურია ე. წ. კრიმანჭული (მაღალი ხმა), რომელიც მომღერლისაგან მოითხოვს მამაკაცის ხმისათვის უჩვეულოდ მაღალ რეგისტრს და ხორხისმიერი (უპირატესად ორნამენტულ ხასიათის) ბგერით რთული ფიორიტურების შესრულების უნარს. მესამე ხმა - ფართო დიაპაზონიანი მოქნილი ბანი – აქტიურ მონაწილეობას იღებს სიმღერის მხატვრული სახის შექმნაში. კრიმანჭულიან სიმღერებში სიტყვიერი ტექსტი მიჰყავს უმეტესად მეორე ხმას (ხასანბეგურა და სხვა). ამ სიმღერების თავისებურებაა მელოდიური მრავალფეროვნება, რიტმისა და დინამიკის სიმძაფრე, თვითმყოფი ურთულესი პოლიფონიური ელემენტების კომპლექსთა ფართო გამოყენება. იმპროვიზაციულობა, ტემპერამენტი, ვოკალური მახვილგონიერება დამახასიათებელია გურული და აჭარული სიმღერებისათვის, განსაკუთრებით ოთხხმიანი ნადურისათვის, რომელსაც მორიგეობით ასრულებს ორი ჯგუფისაგან შემდგარი ანსამბლი (თითოეულში არის არანაკლებ 6-6 კაცისა). ამ მხრივ აღსანიშნავია აჭარული ნადურ„ი ქალი ვიყავ აზნაური.“ ორიგინალური ფაქტურით და ფორმით გამოირჩევა აგრეთვე ხალხური მუსიკალური შემოქმედების მშვენება – გურული „შავი შაშვი“, რომელსაც ახასიათებს მუხლებს შორის უჩვეულო საკადანსო საქცევი კვარტაზე და თითოეული ხმის უკიდურესად ინდივიდუალური რიტმულ-ინტონაციური მოძრაობა.

მთელი ეს შინაარსით მდიდარი და სტილის მხრივ მრავალწახნაგოვანი ქართული სასიმღერო შემოქმედება ემყარება დიატონიკურ კილოებს (პირობითად, მიქსოლიდიურსა და ეოლიურს, ნაკლებად ფრიგიულს, დორიულს, უფრო იშვიათად იონიურს, უმეტესად დასავლეთ საქართველოს სიმღერებში), გამონაკლისის სახით – ლოკრიულს.

[რედაქტირება] ქალაქური მუსიკალური ფოლკლორი

ქართული ხალხური მუსიკის განუყოფელი ნაწილია ქალაქური მუსიკალური ფოლკლორი, რომელიც 2 სხვადასხვა სტილისტური შტოს სახითაა წარმოდგენილი. პირველი მათგანია ე. წ. მგოსანთა ხალხურ-პროფესიული ცალხმიანი პოეტურ-მუსიკალური შემოქმედება, რომელმაც განვითარების მრავალსაუკუნოვანი გზა განვლო. XIX ს-ში ორი მუსიკალური კულტურის – ქართული ქალაქურისა და აღმოსავლურ-აშუღურის ურთიერთგავლენამ ხელი შეუწყო სასიმღერო ფოლკლორის ახალი პლასტის, ე.წ. „ძველი თბილისის სიმღერების“ შექმნას. მისი თემატიკაა სატრფიალო ლირიკა, მეგობრობა, პატრიოტიზმი. დამახასიათებელია ცალხმიანობა, ორნამენტული მელოდიკა. ქალაქური მუსიკალური ფოლკლორის მეორე შტო ჩაისახა დასავლეთ ევროპული მუსიკის ზეგავლენით და XIX ს. II ნახევარში დიდი პოპულარობა მოიპოვა ინტელიგენციასა და მოსწავლე ახალგაზრდობაში. მას საფუძვლად უდევს ნეაპოლური რომანსისა და საოპერო მუსიკიდან მომდინარე ჰარმონია და მელოდიკა, რომელსაც ასრულებს ერთი, ორი ან სამი ხმა გიტარის თანხლებით. ქალაქური ფოლკლორის ეს შტო თემატურად ნაირსახოვანია. გარდა აღნიშნულისა, მის რეპერტუარს შეადგენს სუფრული, საგმირო-საისტორიო, ლირიკული და სხვა სიმღერები.

[რედაქტირება] საეკლესიო მუსიკა

საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელების (IV ს. პირველი ნახ.) შემდეგ წარმოიშვა ქართული მუსიკის მეტად მნიშვნელოვანი განშტოება – სასულიერო გალობა, დროთა განმავლობაში ბერძნული საეკლესიო ტექსტები ქართულად ითარგმნა და შეიქმნა შესაბამისი ქართული საგალობლები. ამან საფუძველი მოუმზადა ქართულ პროფესიულ მუსიკას და სამუსიკო განათლებას. სამრევლო სკოლებში ასწავლიდნენ ქართულ გალობას, რომელიც თანდათან ფეხს იკიდებდა ღვთისმსახურების დროს. ხოლო მას შემდეგ, რაც ბიზანტიისა და საქართველოს ეკლესიებს შორის კავშირი შეწყდა (VII ს.), ქართულმა სასულიერო მუსიკამ დამოუკიდებლივ განაგრძო გზა ეროვნულ ნიადაგზე. გელათისა და იყალთოს აკადემიებში, აგრეთვე საზღვარგარეთულ ქართულ ცენტრებში – იერუსალიმში, სინას მთაზე, ათონის შავ მთაზე (სირიაში), ქართველთა პეტრიწონის მონასტერში (ბულგარეთი) გაიხსნა სასულიერო სემინარიები, რომლებიც ეროვნული მუსიკალური კულტურის კერებად იქცა. მოხდა ხმათა სისტემატიზაცია, შემუშავდა სამუსიკო დამწერლობა, შედგა სასულიერო საგალობელთა კრებულები. განვითარდა მგალობლების, ჰიმნოგრაფების (მგალობელთუხუცესი), თეორეტიკოსების, კომპოზიტორების (ხელოვანთმთავარი), დირიჟორების (ლოტბარი), ე. და გ. მთაწმინდელების, ი. მინჩხის, გ. ხანძთელის, გ. მერჩულეს, კათალიკოს იოანეს შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობა. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა მიქაელ მოდრეკილი, რომელმაც თავი მოუყარა IX-X სს. ქართული ლიტურგიკული ლიტერატურისა და ქართული ჰიმნოგრაფიის ორსაუკუნოვან მონაპოვარს და უზარმაზარი კრებულის სახით დაგვიტოვა ცნობილი „იადგარი“ (978-988) – ძველი ქართული ლიტურგიკული ლიტერატურის განვითარების დიდებული ძეგლი. საკუთარ ნაწარმოებთა გარდა, მიქაელ მოდრეკილმა კრებულში შეიტანა სხვა ავტორთა ჰიმნები, რომელთაც დართული აქვთ, მუსიკალური დამწერლობის ნიშნები. ცნობილია აგრეთვე იორდანეს ძლისპირთა კრებული, „ალავერდის ძლისპირნი“ და სხვა ქართული ფილოსოფიური სკოლის გამოჩენილი წარმომადგენლის იოანე პეტრიწის XI-XII სს. ცნობით ირკვევა, რომ ამ დროისთვის ქართული სიმღერა-გალობის ჰარმონიის საფუძველს სამი ხმა შეადგენდა, რომელთაც ქართული სახელები ერქვა: მზახრ (მაღალი), ჟირ (მეორე), ბამ (ბანი), რაც აშკარად მოწმობს სამხმიანობის ეროვნულ წარმოშობას.

[რედაქტირება] საერო მუსიკა

საქართველოში ლიტერატურის, ხუროთმოძღვრების, სახვითი ხელოვნების აყვავებასთან ერთად მაღალ განვითარებას მიაღწია საერო მუსიკამ. რუსთაველის, შავთელის, ჩახრუხაძისა და სხვათა ოდები და პოემები სრულდებოდა სხვადასხვა საკრავის თანხლებით. ფართოდ გავრცელდა საკრავიერი და ხმიერ-საკრავიერი ანსამბლები, პოპულარობით სარგებლობდნენ პროფესიონალი მუსიკოს-მომღერლები, ე.წ. მუტრიბნი და მგოსნები.

საუკუნოვანი ძნელბედობის შემდეგ XVIII ს-იდან იწყება გამოცოცხლება კულტურასა და ხელოვნებაში. საერო მუსიკის აღორძინებაში მონაწილეობდნენ გამოჩენილი პოეტები და მომღერლები ბესიკი და საიათნოვა, მწერალი და ლექსიკოგრაფი ს. ს. ორბელიანი (მის ცნობილ ლექსიკონში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ქართულ სამუსიკო ტერმინოლოგიას). საზოგადო მოღვაწემ, მეცნიერმა და ენციკლოპედისტმა იოანე ბაგრატიონმა, რომელიც პირველი შეეხო ქართულ სიმღერა-გალობის მრავალხმიანობის საკითხს, შეადგინა „ნოტისგვარნი“ (მუსიკალური ანბანი). დიდ ადგილს უთმობდნენ მუსიკალურ ხელოვნებას სასულიერო სემინარიებში (თელავი, თბილისი ), მეტეხის, სიონის, ქაშვეთის, ანჩისხატის, კალოუბნისა და ნეკრესის ეკლესიებთან არსებულ სამგალობლო სკოლებში. ეკლესიის მეთაურმა ანტონ კათალიკოსმა აღზარდა მრავალი მგალობელი, საეკლესიო გალობის გამავრცელებელი.

საქართველოს რუსეთთან შეერთება (1801), როგორც ცნობილია, არაერთმნიშვნელოვანი იყო თავისი შედეგებით ქართველი ხალხისათვის. მეფის რუსეთის რეაქციულმა, რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ შეზღუდა ეროვნული თვითმყოფადობის გამოვლინების ყველა ფორმა, კერძოდ, ძალზე მძიმე შედეგები მოჰყვა ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას (1811), სამგალობლო სკოლების დახურვას თბილისისა და თელავის სასულიერო სემინარიებში და ქართული მონასტრებიდან ქართული საეკლესიო გალობის განდევნას.

ამავე დროს, რუსეთთან შეერთებით ქართული სამუსიკო ხელოვნებისათვის დაისახა ახალი პერსპექტივები, მუდმივი კავშირები დამყარდა რუსულ და ევროპულ მუსიკალურ კულტურასთან, თბილისი საქართველოს და ამიერკავკასიის მუსიკალური განათლების ცენტრად იქცა. XIX ს. 20- იან წლებიდან არისტოკრატიულ სალონებში დიდ ადგილს უთმობდნენ მუსიკალურ ხელოვნებას. ამავე პერიოდში დაიწყო მუსიკის მოყვარულთა წრეების საჯარო გამოსვლები, ქართველი საზოგადოება თანდათანობით გაეცნო რუსულ და დასავლეთ ევროპის მუსიკას. 1851 იტალიური დასის გამოსვლით თბილისში გაიხსნა ოპერის თეატრი, 1880-იდან აქვე დაიწყო მუშაობა რუსულმა დასმა. 1905 ჩამოყალიბდა ქართული ფილარმონიული საზოგადოება, რომლის ინიციატივით დაიდგა რუსული და დასავლეთ ევროპელ კომპოზიტორთა ოპერები ქართულ ენაზე

მუსიკალური ცხოვრების განვითარებამ გამოიწვია სწრაფვა მუსიკალური განათლებისადმი. XIX ს. 20- იანი წლებიდან შეიქმნა კერძო სამუსიკო კლასები, მუსიკას ასწავლიდნენ აგრეთვე ზოგ სასწავლო დაწესებულებაში. 1871 თბილისში გაიხსნა კ„ავკასიის საზოგადოების“ სამუსიკო სკოლა. 1872 -იდან ეროვნული კადრების აღზრდის მთავარ კერად იქცა ხ. სავანელის, ა. მიზანდარისა და კ. ალიხანოვის სამუსიკო კლასები (1874-იდან სკოლა, 1886-იდან სასწავლებელი, 1917-იდან კონსერვატორია). 1883 „რუსული სამუსიკო საზოგადოების“ (რსს) თბილისის განყოფილების გახსნის შემდეგ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მ. იპოლიტოვ-ივანოვი, რეგულარულად ეწყობა სიმფონიური და კამერული კონცერტები.

1860-იან წლებში, „თერგდალეულთა“ მოძრაობასთან დაკავშირებით, გაჩნდა დიდი ინტერესი ეროვნული მუსიკისადმი. 1860 თბილისში შეიქმნა „ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი“. 70-იანი წლებიდან დაიწყო ქართული მუსიკის თანდათანობითი აღორძინება. ტარდებოდა მუშაობა ქართული ხალხური მუსიკის შემოქმედების შეკრება-გამოცემის მხრივ. გამოიცა მ. მაჭავარიანის (1878), ა. ბენაშვილის (1886), ზ. ჩხიკვაძის (1896) და ი. კარგარეთელის (1899) კრებულები. 80-იანი წლებიდან სასულიერო საგალობლები ჩაწერეს ფ. ქორიძემ, ძმებმა ვ. და პ. კარბელაშვილებმა, ა. მრევლიშვილმა, ა. ბენაშვილმა, რ. ძამსაშვილმა, დ. ჩიჯავაძემ, ზ. ჩხიკვაძემ, შემდგომ კი ზ. ფალიაშვილმა, დ. არაყიშვილმა და სხვ. ქართული ხალხური სიმღერების კრებულთა შედგენაში მონაწილეობდნენ აგრეთვე რუსი მუსიკოსები – ქ. გროზდოვი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ნ. კლენოვსკი. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხალხური სიმღერის პროპაგანდაში ლ. აღნიაშვილის ქართულმა ეთნოგრაფიულმა გუნდმა (დაარსდა 1885), რომელსაც ჩეხი მუსიკოსი ი. რატილი ხელმძღვანელობდა. გუნდის კონცერტებმა ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია და სტიმული მისცა ნიჭიერ ახალგაზრდობას მუსიკალური მოღვაწეობისათვის. ამ დროს დაიწყეს საშემსრულებლო მოღვაწეობა საქართველოსა და რუსეთში ქართველმა პროფესიულმა მუსიკოსებმა ა. მიზანდარმა (ფორტეპიანო), ა. ყარაშვილმა (ვიოლინო), ი. სარაჯიშვილმა (ჩელო), მომღერლებმა მ. ნანობაშვილმა, პ. კაკაბაძემ, ფ. ქორიძემ, კ. გურამიშვილმა, ე. თარხნიშვილმა, მ. ძნელაძემ; დირიჟორმა ი. ფალიაშვილმა. 1900-იანი წლებიდან დაიწყო დ. არაყიშვილის (1906, 1908, 1916), ი. კარგარეთელისა (1909) და ზ. ფალიაშვილის (1910) მიერ შედგენილი ქართული ხალხური სიმღერების კრებულების გამოცემა.

ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ადრინდელ ეტაპზე (XIX- XX სს. მიჯნა) მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს: ხ. სავანელმა, ა. მიზანდარმა, ფ. ქორიძემ, ა. ყარაშვილმა, ი. კარგარეთელმა, ზ. ჩხიკვაძემ. (გ. ჩხიკვაძე)

[რედაქტირება] პროფესიული მუსიკა

[რედაქტირება] ქართველ კომპოზიტორთა პირველი თაობა

ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ფუძემდებლები არიან მ. ბალანჩივაძე, დ. არაყიშვილი, ზ. ფალიაშვილი, ნ. სულხანიშვილი, ვ. დოლიძე. ქართული კლასიკური მუსიკა, რომელიც აღმოცენდა ეროვნული ხალხური მუსიკის უმდიდრესი ტრადიციების საფუძველზე, მთლიანად ვოკალურია. ქართველ კომპოზიტორთა უფროსი თაობა არსებითად შემოიფარგლა ვოკალური ჟანრით. ამ თაობის წარმომადგენელია აგრეთვე რ. გოგნიაშვილი – სცენაზე დადგმული პირველი ქართული ოპერა „ქრისტინეს“ ავტორი (1918).

მ. ბალანჩივაძე ისტორიაში შევიდა როგორც ახალი ქართული პროფესიული მუსიკის (კერძოდ, საოპერო და სარომანსო ჟანრების) წამომწყები. მისი რომანსები „ოდესაც გიცქერ“, „შენ გეტრფი მარად“, „ნანა“ დღემდე ინარჩუნებენ მხატვრულ მიმზიდველობას. მ. ბალანჩივაძის მთავარი ნაწარმოებია ოპერა „დარეჯან ცბიერი“ (ნაწყვეტები შესრულდა 1897 პეტერბურგში. თბილისში პირველად დაიდგა, 1926), რომლის მუსიკაც გამოირჩევა მკაფიო ეროვნული ხასიათით, მელოდიური გამომსახველობით.

დ. არაყიშვილმა შექმნა კლასიკური ქართული რომანსი და პირველი ლირიკული ოპერა. მისმა საუკეთესო ქმნილებებმა რომანსებმა „ვარსკვლავიანსა ღამეს“, „მე შენ გელი“, „ივერიის მთებზე“, „ღამეა ბნელი“, ნაწყვეტებმა ოპერიდან „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1919) ფართო პოპულარობა მოიპოვეს მელოდიური გამომსახველობის წყალობით და დამკვიდრდნენ რეპერტუარში.

ეროვნული მუსიკალური სკოლის უდიდესი წარმომადგენელია ზ. ფალიაშვილი, რომელმაც პირველად აზიარა ქართული მუსიკა მსოფლიო კლასიკური მუსიკის მაღალ ტრადიციებს, შექმნა ეროვნული მუსიკალური კლასიკის სრულყოფილი ნიმუშები. ფალიაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილია ოპერები „აბესალომ და ეთერი“ (1919), „დაისი“ (1923), „ლატავრა“( 1927), რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში. პირველი მათგანი ორგზის (1939, 1946) დაიდგა მოსკოვში „დიდ თეატრში“, აგრეთვე ხარკოვში (1931), ქუთაისში (1969), ლენინგრადში (1972), კიევში (1972), ლოძში (პოლონეთი, 1972), საარბრიუკენში (გფრ, 1974), ბათუმში (1993). ამაღლებული მუსიკალური ეპიკური თხრობა ოპერაში შეთავსებულია უდიდეს შინაგან ექსპრესიასთან და განვითარების დინამიზმთან. შესანიშნავი ოსტატობით აქვს კომპოზიტორს გამოძერწილი მთავარ გმირთა მუსიკალური პორტრეტები. ოპერის დიდებული გუნდები მისი ორგანული შემადგენელი ნაწილია. „დაისი“, „აბესალომ და ეთერთან“ ერთად, ქართული კლასიკური მუსიკის ცენტრალური ნაწარმოებია, რომლის მუსიკაც იშვიათი მელოდიური სიმდიდრით, ლირიკული გამომსახველობითა და პოეტურობით გამოირჩევა. იგი სხვადასხვა დროს დაიდგა სარატოვში, კიევში, ერევანში, ოდესაში, ალმა-ათაში, ბაქოში, ხარკოვში, ნიჟნი-ნოვგოროდში, ეკატერინბურგში, ქუთაისში, საარბრიუკენსა (გფრ) და ჩეხოსლოვაკიაში.

ვ. დოლიძეს ეკუთვნის პირველი ქართული კომიკური ოპერა „ქეთო და კოტე“ (1919). ნათელი კომედიური სიუჟეტი, სატირული სიმახვილე, ადვილად აღსაქმელი მელოდიური მუსიკა განაპირობებს ვ. დოლიძის ოპერის წარმატებას. სხვადასხვა დროს იგი დაიდგა სსრკ-ის მრავალი თეატრის სცენაზე, აგრეთვე ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში.

ქართველ კომპოზიტორთა პირველი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი წარმომადგენელია ნ. სულხანიშვილი, თვითმყოფი შემოქმედი, საგუნდო ჟანრის კლასიკოსი. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დიდი არ არის, მაგრამ მრავალფეროვანია თავისი შინაარსით, იგი მთლიანად საგუნდოა. საუკეთესო ნიმუშებია: „გუთნური“, „ქორალი“, „მესტვირული“, „სამშობლო ხევსურისა“, „მაშ, გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ“, ლირიკული სიმღერა „სატრფოვ, მოდი“ და სხვ.

პირველი სიმფონიური ნაწარმოებები შექმნეს კ. ფოცხვერაშვილმა (პოემა „ამირანი“, 1905) და დ. არაყიშვილმა (პოემა „ჰიმნი ორმუზდს“, 1911), რამდენიმე საორკესტრო და სხვა ნაწარმოები შექმნა ე. ჯაბადარმა (1891-1937), რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში (მისი ნაწარმოებები საქართველოში ომისშემდგომ პერიოდში გახდა ცნობილი).

საკრავიერი (კამერული და სიმფონიური) მუსიკის აქტიურ წამომწყებად გვევლინება ქართველ კომპოზიტორთა თაობა, რომლებიც ასპარეზზე 20-იანი წლებში გამოვიდა (გ. კილაძე. ი. ტუსკია, შ. თაქთაქიშვილი, ვ. გოკიელი, ცოტა მოგვიანებით – შ. მშველიძე და ა. ბალანჩივაძე). ამ პერიოდში შეიქმნა გ. კილაძის საორკესტრო „ქართული სიუიტა“ (1925), ი. ტუსკიას საკვარტეტო პიესა „ჩელა“ (1926), შ. თაქთაქიშვილის სიმებიანი კვარტეტი (1931).

1922 დაარსდა „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება“, რომლის ბაზაზე 1924 ჩამოყალიბდა სიმფონიური ორკესტრი და სიმებიანი კვარტეტი. 30-იან წლებში სიმფონიურმა ჟანრმა წამყვანი ადგილი დაიკავა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში. ამავე პერიოდში შეიქმნა ქართული ბალეტები (20-იან წლებში პირველი ცდები ეკუთვნის თ. ვახვახიშვილს). ა. ბალანჩივაძის „მთების გული“ (1936) ქართული საბალეტო ჟანრის ფუძემდებლური ნაწარმოებია. აღსანიშნავია შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“ (1937). ომის წინა წლებში შექმნილ სიმფონიურ ნაწარმოებთა შორის გამოირჩევა გ. კილაძის პოემა „განდეგილი“ (1937) და შ. მშველიძის პოემა „ზვიადაური“. (1940) (ორივე ნაწარმოებს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია). შ. მშველიძის შემოქმედება ახალი ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვითმყოფი ფურცელია. იგი ქართული ეპიკური სიმფონიზმის ფუძემდებელია, ხოლო „ზვიადაური“ მისი ყველაზე ძლიერი ნაწარმოებია.

[რედაქტირება] 40-50-იანი წლების ქართული მუსიკა

40-იანი წლების დასაწყისში თბილისის საოპერო სცენაზე დაიდგა რამდენიმე ახალი ქართული ოპერა: შ. თაქთაქიშვილის „დეპუტატი“, ი. ტუსკიას „სამშობლო“, გ. კილაძის „ლადო კეცხოველი“, ვ. გოკიელის „პატარა კახი“, ა. მაჭავარიანის „დედა და შვილი“, ა. ანდრიაშვილის „კაკო ყაჩაღი“.

ომის შემდგომ წლებში დაწინაურდა კომპოზიტორთა ახალი თაობა: ა. კერესელიძე, რ. გაბიჩვაძე, ნ. გუდიაშვილი, ა. მაჭავარიანი, ა. ჩიმაკაძე, ა. შავერზაშვილი, რ. ლაღიძე, დ. თორაძე, ო. თაქთაქიშვილი, ს. ცინცაძე და სხვ. დიდი მხატვრული რეზონანსი ჰქონდა ა. ბალანჩივაძის I სიმფონიას (1944), რომელსაც სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა. სიმფონია გამოირჩევა მუსიკალური შინაარსის სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით, ფორმის მთლიანობით, დინამიკური განვითარებით.

40-იან წლებში მომწიფდა ა. მაჭავარიანის შემოქმედებითი ნიჭი. ხალხო სასიმღერო- საცეკვაო სტიქიის შესანიშნავი შეგრძნება, ამაღლებული პოეტურობა გამოვლინდა სავიოლინო (1949) და საფ.ორტეპიანო (1944) კონცერტებში, I სიმფონიაში (1947), ვოკალურ-სიმფონიურ პოემაში „გმირის სიკვდილზე“ (1949), მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი ამ ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. იგი შევიდა ცნობილი მევიოლინეების რეპერტუარში (სსრკ სახელმწ. პრემია, 1951). მუსიკა გამსჭვალულია შინაგანი პათოსით, რომანტიკულობით.

სიმფოიური მუსიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ო. თაქთაქიშვილმა. მის I სიმფონიას 1949 სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1953 დაწერა II სიმფონია. მნიშვნელოვანი მიღწევაა მისი საფორტეპიანო კონცერტი (1951), რომელიც ცნობილი პიანისტების რეპერტუარში შევიდა (სსრკ სახელმწ. პრემია).

50-იანი წლების საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვს განეკუთვნება ა. ბალანჩივაძის II სიმფონია (1959) და, განსაკუთრებით, ფართოდ ცნობილი III („საყმაწვილო“) საფორტეპიანო კონცერტი, შ. მშველიძის სიმფონიური პოემა „მინდია“ (1950) და III სიმფონია („სამგორი“,1953), რ. ლაღიძის ცნობილი საორკესტრო პიესა „საჭიდაო“ (1952), ბ. კვერნაძის „ცეკვა-ფანტაზია“ (1959) და სავიოლინო კონცერტი, ო. გორდელის ფლეიტის კონცერტი, ს. ნასიძის საფორტეპიანო კონცერტი №1, ო. ბარამიშვილის საორკესტრო სიუიტა „რომეო და ჯულიეტა“ (1955).

40-50-იანი წლების ოპერებს შორის გამოირჩევა შ. მშველიძის გმირულ-ეპიკური „ამბავი ტარიელის“ა (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946), ა. კერესელიძის ლირიკულ-პატრიოტული „ბაში-აჩუკი“ (1946), დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“ (1958).

საბავშვო ოპერებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ა. ბუკიას „დაუპატიჟებელი სტუმრები“ (1950). ეს ოპერა 1961 დაიდგა ქ. აიზენჰიუტენშტადტში (გდრ). წარმატება ხვდა ვ. გოკიელის „წითელქუდას“ და „ბროლის ქოშს“, რომლებიც დაიდგა სსრკ-ის რამდენიმე ქალაქში, აგრეთვე მ. დავითაშვილის „ქაჯანას“ და „ნაცარქექიას“.

წარმატებით მუშაობდნენ ამ პერიოდში ქართველი კომპოზიტორები საბალეტო ჟანრში. გ. კილაძის „სინათლე“ გამოირჩევა თავისი სახოვანებით, კოლორიტულობით (სსრკ სახელმწ. პრემია, 1948). ყველაზე სარეპერტუარო ქართულ ბალეტად იქცა დ. თორაძის „გორდა“ (სსრკ სახელმწ. პრემია, 1951). საუკეთესო ქართულ ბალეტად აღიარებულია ა. მაჭავარიანის „ოტელო“ (1957). თბილისის გარდა იგი დაიდგა მოსკოვში, ლენინგრადში, ოდესაში, კუიბიშევში, ტოკიოში, ჰელსინკში და ბუენოს-აირესში. მის მიხედვით გადაღებულია კინოფილმი (1961).

საკანტატო-ორატორიულ ჟანრში შეიქმნა შ. მშველიძის „კავკასიონი“ (1949), ა. მაჭავარიანის „ჩემი სამშობლოს დღე (“1954), ა. ჩიმაკიძის კანტატა „ქართლის გული“ (1952), რომელიც ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშია ქართულ მუსიკაში.

კამერულ-ინსტრუმენტული ჟანრის განვითარება 40-50-იან წლებში მთელი რიგი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი წარმატებებით აღინიშნა. ნაყოფიერად მუშაობდნენ: ნ. გუდიაშვილი, ა. შავერზაშვილი, ს. ცინცაძე, რომელმაც 4 შესანიშნავი კვარტეტი შექმნა (კვარტეტი №2, სსრკ სახელმწ. პრემია, 1949).

ნ. გუდიაშვილის ნაწარმოებთაგან გამოირჩევა საფორტეპიანო კვინტეტი (1949), სონატინა, (1950), 24 პრელუდია და ფუგა. სიმებიანი კვარტეტი შექმნა მოსკოვში მცხოვრებმა ნ. ნარიმანიძემ.

ა. შავერზაშვილის კამერულ შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს 8 საფორტეპიანო ტრიოს (1952-1993) და კვინტეტს (1955). აღსანიშნავია აგრეთვე რ. გაბიჩვაძის 3 კვარტეტი და ა. მაჭავარიანის საფონიური პიესები „ხორუმი“, „ბაზალეთის ტბა“ და სავიოლინო „დოლური“, ა. ბალანჩივაძის, რ. ლაღიძის, ს. ცინცაძის, ბ. კვერნაძის, ო. გორდელის, ტ. ბაქრაძის, მ. ფარცხალაძის, ი. გეჯაძის ინსტრუმენტული პიესები. ქართული რომანსის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება 40-იანი წლების მეორე ნახევრიდან, როდესაც შეიქმნა ა. მაჭავარიანის ცნობილი რომანსები – „არ დაიდარდო, დედაო“ და „ცისა ფერს“. მოგვიანებით შექმნილ რომანსთან – „სხივო, მზეთამზის სახეო“ – ერთად ისინი მიეკუთვნებიან ქართული ვოკალური ლირიკის საუკეთესო ფურცლებს. მხატვრული გამომსახველობით გამოირჩევიან ა. ჩიმაკაძის ლირიკული რომანსები. დიდი პოპულარობა მოიპოვა მისმა „ფიროსმანის სიმღერამ“ (ვოკალური კვარტეტისათვის).

მელოდიური გამომსახველობით გამოირჩევა რ. ლაღიძის და გ. ცაბაძის სიმღერები. რ. ლაღიძის „სიმღერა თბილისზე“ (1958) დედაქალაქის ჰიმნად იქცა. მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ ამ ჟანრში ა. კერესელიძეს, ს. ცინცაძეს, ბ. კვერნაძეს, გ. ყანჩელს, მ. დავითაშვილს, რ. გაბიჩვაძეს, ო. თევდორაძეს, ვ. აზარაშვილს, ს. მირიანაშვილს.

ვოკალურ ციკლებს შორის მნიშვნელოვანია ო. თაქთაქიშვილის „არწივი“ და „მთაწმინდის მთვარე“, ს. ნასიძის „ქართული ხალხური პოეზიიდან“, აღსანიშნავია აგრეთვე ლ. შავერზაშვილის „დიალოგი“ და „მთების სიმღერები“, ვ. აზარაშვილის ვოკალური ციკლები ი. გრიშაშვილისა და შ. ნიშნიანიძის ლექსებზე. მასობრივი სიმღერის პირველი ნიმუშები ჯერ კიდევ 20-30-იანი წლების მიჯნაზე შეიქმნა. ჟანრის წამომწყებები იყვნენ ი. ტუსკია, გ. კილაძე, ვ. ცაგარეიშვილი, გ. კოკელაძე. ფართოდ გავრცელდა მასობრივი პატრიოტული სიმღერის ჟანრი ომის წლებში. უფრო გვიანდელი ნიმუშებიდან აღსანიშნავია ო. თაქათაქიშვილის „კომკავშირული მარში“ და რ. გაბიჩვაძის „პიონერული მარში“. ამ ჟანრში წარმატებით მუშაობდნენ: რ. ლაღიძე, შ. მილორავა, ი. ბობოხიძე, ა. შავერზაშვილი.

[რედაქტირება] ახალი ქართული მუსიკა

ქართული მუსიკის ახალი პერიოდი იწყება 60-იანი წლებიდან, როცა ასპარეზზე გამოვიდა კომპოზიტორთა ახალი თაობა (ს. ნასიძე, ფ. ღლონტი, ო. გორდელი, ბ. კვერნაძე, ნ. სვანიძე, ნ. მამისაშვილი, ვ. აზარაშვილი, ნ. ვაწაძე, გ. ყანჩელი, ნ. გაბუნია, ი. კეჭაყმაძე და სხვ.), რომელმაც გაამდიდრა მუსიკა თემატიკურად, სტილისტურად, ტექნოლოგიურად, ეს პერიოდი საინტერესოა ეროვნულობის საკითხისადმი ახლებური მიდგომით, ხალხური მუსიკის უძველესი პლასტების გამოყენებით. 60-70-იან წლებში ინტენსიურად ვითარდებოდა სიმფონიური მუსიკა. მნიშვნელოვანი სიმფონიებია შ. მშველიძის IV (1968), რ. გაბიჩვაძის I (1964), ა. მაჭავარიანის II (1973), ს. ცინცაძის III (1973) და IV (1978), დ. თორაძის II (1968), გ. ყანჩელის ფართოდ აღიარებული II (1970), III (1973), IV (1975), V (1977), VI (1979), ს. ნასიძის III (1969), V (1977), VI (1978), VII (1979), ფ. ღლონტის V (1979 „Vita Nova“), ა. ბალანჩივაძის III სიმფონია (1979), ა. შავერზაშვილის კამერული სიმფონია (1977), ნ. სვანიძის I სიმფონია (1967) – პირველი „ავანგარდული“ ნაწარმოები ქართულ მუსიკაში.

რ. გაბიჩვაძის I სიმფონია, ისევე როგორც მისი III („როსტოკის“) სიმფონია (1972) და კამერული სიმფონია – ნონეტი (1966), ყურადღებას იქცევს ქართული სიმფონიზმისათვის არატრადიციული ხერხების სინთეზი ეროვნუი ინტონაციურ და ჰარმონიულ წყობასთან. აშკარად გამოხატული თანამედროვე ნიშნებითაა აღბეჭდილი დ. თორაძის II სიმფონია („ქებათა ქება ნიკორწმინდას“), რომელიც შთაგონებულია გ. ტაბიძის ცნობილი ლექსით.

1973 წელს III სიმფონიისა და II კვარტეტის შექმნისათვის ს. ნასიძეს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. აღიარება ხვდათ მის V („ფიროსმანი“), VI („პასიონე“) და მე-7 („დალაი“) სიმფონიებს. ე. ლომდარიძის ნაწარმოებში „კამერული მუსიკა 23 ხემიანი საკრავისათვის“ დრამატულად იმპულსური მუსიკა უპირისპირდება ძველებურ საგალობელს.

ამ პერიოდისათვის საკრავიერ კონცერტებს შორის გამოირჩევა ა. ბალანჩივაძის საფორტეპიანო კონცერტი №4 (1967, შოთა რუსთაველის სახ. პრემია), ს. ცინცაძის სავიოლინო კონცერტი (1968), ს. ნასიძის საფორტეპიანო კონცერტი №2 (1961), ნ. მამისაშვილის „საყმაწვილო კონცერტი“ (1965), ნ. გაბუნიას საფორტეპიანო კონცერტი (1977), ო. თაქთაქიშვილის საფონია №4 (1983), სავიოლინო და ჩელოს (1978) კონცერტები, ფ. ღლონტის ჩელოს (1978), არფის (1977) და საფ. (1983) კონცერტები. გ. ციციშვილის კონცერტი ჩელოსათვის (1978), ვ. აზარაშვილის ალტისა (1979) და განსაკუთრებით ჩელოს (1969) კონცერტი, რომელიც ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ქართულ მუსიკაში.

აღსანიშნავია აგრეთვე ვ. ცაგარეიშვილის საყმაწვილო საფორტეპიანო კონცერტინო „ხარობს ვარძია“ (1966), და შ. დავითაშვილის (დავიდოვის) 4 კონცერტი კლარნეტისათვის და 1 ფლეიტისათვის (1981-2001).

რამდენიმე მნიშვენოვანი ნაწარმოები შეიქმნა საკანტატო-ორატორიულ დარგში, მათ შორის საუკეთესოა ო. თაქთაქიშვილის ცნობილი ორატორია „რუსთაველის ნაკვალევზე“ (1964, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1967), რომლის ხაზს აგრძელებს მისივე ორატორია `ნიკოლოზ ბარათაშვილი~ (1970), აღსანიშნავია აგრეთვე ა. მაჭავარიანის ვოკალურ-სიმფონიური ციკლი „ხუთი მონოლოგი“ (1967, შ. რუსთაველის სახელობის პრემია), კანტატები: ო. თაქთაქიშვილის გ„ურული სიმღერები“ და „ქართლის ჰანგები“, ო. გორდელის „რაზედ ბუტბუტებს მტკვარი,“ რ. ლაღიძის „ვარძია“. თავისი ჩანაფიქრითა და წერის თანამედროვე ტექნიკით ორიგინალურია ნ. სვანიძის კამერული ორატორია „ფიროსმანი“ (1969). წარმატება ხვდათ აგრეთვე დ. თორაძის „ქართულ ხალხურ ჩანამღერებს“ (1972), ბ. კვერნაძის ვოკალურ-სიმფონიურ პოემას „ძველი ქართული წარწერები“ (1978) და ი. კეჭაყმაძის „საგუნდო პარაფრაზებს ძველი თბილისის ჰანგებზე“ (1977, ზ. ფალიაშვილის სახ.ელობის პრემია), მისსავე სხვა საგუნდო ნაწარმოებებს („ფშაური იდილიები“ – 1972, „მთისაი ბარსა“ – 1978) და სხვა.

60-იანი წლებში შეიქმნა მნიშვნელოვანი საოპერო ნაწარმოებები – ო. თაქთაქიშვილის „მინდია“ (1961) და „სამი ნოველა“ (1967), შ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“ (1961), „მინდიას“ მუსიკა მელოდიურია, გამსჭვალულია დიდი შინაგანი დინამიკითა და ექსპრესიით. თბილისის გარდა იგი დაიდგა მინსკში, ერევანში, რიგაში, ქუთაისში, ტარტუში, საარბრიუკენში (გფრ), ოლომოუცში (ჩეხოსლ.), ოპერა „სამი ნოველა“ ახალი რედაქციითა და სახელწოდებით „სამი სიცოცხლე“ დაიდგა მოსკოვში სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკსლური დრამატულ თეატრში (1972), აგრეთვე ბრატისლავაში (ჩეხოსლ.), შ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“ ყურადღებას იქცევს სტილის თვითმყოფადობით, დიდებული საგუნდო სცენებით. (ახალი რედაქციით დაიდგა ქუთაისში, 1985).

70-იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერებია: ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“ (1977, დაიდგა მოსკოვში, სსრკ დიდ თეატრში, და თბილისში), მასშტაბური, დრამატურგიულად მრავალპლანიანი ნაწარმოები, ლირიკულ-კომიკური ოპერა „პირველი სიყვარული“ (1979) და რ. ლაღიძის „ლელა“ (1975, სსრკ სახელმწიფო პრემია, დაიდგა თბილისში, ბათუმში, ჩეხოსლოვაკიაში), რომლის მუსიკა ნათელი მელოდიურობითაა აღბეჭდილი, არატრადიციული „ლექსიკით“ ყურადღება მიიქცია გ. ჩლაიძის კომიკურ-სატირულმა ოპერამ „დარისპანის გასაჭირი“ (1975).

60-70-ან წლებში შექმნილ ბალეტებს შორის აღსანიშნავია ს. ცინცაძის „დემონი“ (1961), რომელიც დაიდგა თბილისსა და ტალინში, ა. ბალანჩივაძის „ცხოვრების ფურცლები“ (1961, დაიდგა სსრკ დიდ თეატრში), მისივე „მწირი“ (1964), ბ. კვერნაძის „ქორეოგრაფიული ნოველები“ (1964) და „ბერიკაობა“ (1971), ფ. ღლონტის „განთიადი“ (1967), რ. გაბიჩვაძის „ჰამლეტი“ (1971) და „მედეა“ (1978), ს. ცინცაძის „დალი და მონადირე“ (1977), საერთაშორისო პრემია მიენიჭა დ. თორაძის ტელებალეტ „მწირს“ (1978).

პირველი ქართული ოპერეტა 1939 დაიწერა (ვ. კურტიდი), ძირითადი სარეპერტუარო ფონდი შეიქმნა მომდევნო ათწლეულების მანძილზე. ამ ჟანრში ყველაზე აქტიურად მუშაობდნენ შ. მილორავა და გ. ცაბაძე. აღსანიშნავია აგრეთვე შ. აზმაიფარაშვილის, ნ. გუდიაშვილის, ა. კერესელიძის, რ. ლაღიძის, დ. თორაძის, ვ. ცაგარეიშვილის, ს. ცინცაძის, ა. შავერზაშვილის. ვ. აზარაშვილის, ნუნუ გაბუნიას, ა. ჩიმაკიძის ოპერეტები. იქმნება მიუზიკლის პირველი ნიმუშები. მათ შორის – გ. ცაბაძის ცნობილი კინომიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ (1974) და სხვა.

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკის წარმატებები 60-70-იან წლებში ძირითადად კვლავ ს. ცინცაძის სახელთანაა დაკავშირებული. მან შექმნა ხუთი ახალი კვარტეტი, რომელთა შორის საუკეთესოა V (1963), VI (1966), IX (1970) კვარტეტები.

4 სიმებიანი კვარტეტი შექმნა ს. ნასიძემ (1969, 1971,1981,1985). მაღალი შეფასება ხვდა წილად ნ. გაბუნიას ცნობილ ვოკალურ-ინსტრუმენტულ „იგავს“ (1964). მანვე დაწერა სიმებიანი კვარტეტი (1978) და სონატა ფორტეპიანოს, საყვირის და დასარტყამი საკრავებისათვის (1979). ინსტრუმენტულ ჟანრში ინტენსიურად მუშაობს ვ. აზარაშვილი (კვინტეტი სასულე საკრავებისათვის, 1979, საფორტეპიანო სონატინა, 1979 და სხვა). საინტერესო ნაწარმოებია ნ. მამისაშვილის „ლირიკული დღიურის ფურცლები“ ფორტეპიანოსათვის, თ. ბაკურაძის ფრიად ორიგინალური სიმებიანი კვარტეტი „ფშაური ნატირლები“ (1973). ამ პერიოდში სიმებიანი კვარტეტის ჟანრს პირველად მიმართეს ა. მაჭავარიანმა (4 კვარტეტი, 1978-1982) და ო. თაქთაქიშვილმა. შეიქმნა გ. ჩლაიძის მხატვრული ღირსებებით გამორჩეული ვოკალური ციკლი „სიყვარულის საგალობლები“ (1972), რ. ლაღიძის, შ. მილორავას, ი. ბობოხიძის მასობრივი სიმღერები.

საბავშვო მუსიკის დარგში სხვადასხვა დროს ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ თ. შავერზაშვილი, შ. თაქთაქიშვილი, ნ. შარაბიძე, ლ. ფალიაშვილი, შ. ჯოჯუა (ოპერა საბავშვო შესრულებისათვის „დათვის წვეულება“, 1985, „დიდება მზეს“, 1989), რ. ქარუხნიშვილი, დ. ჩხეიძე, ლ. ხაფავა, ა. შანიძე და განსაკუთრებით, მ. დავითაშვილი, რომლის საბავშვო სიმღერები გამოირჩევა ფაქიზი გემოვნებითა და სახოვანებით.

ამ წლებში საგრძნობი სიახლე შემოიტანეს ქართულ მუსიკაში კომპოზიტორთა ახალი თაობის წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან: გ. ჩლაიძე, თ. შავლოხაშვილი, ი. ბარდანაშვილი, მ. შუღლიაშვილი, მ. ოძელი, ვ. ჭულუხაძე, ჯ. ბეგლარიშვილი, მ. ცერცვაძე, რ. ჩიტაშვილი, ე. ლომდარიძე, რ. კაჟილოტი, გ. სიხარულიძე. 1971 გაიხსნა საქართველოსკომპოზიტორთა კავშირის აფხაზეთის განყოფილება (თავმჯდ. ს. ქეცბა).

[რედაქტირება] 80-90-იანი წლების ქართული მუსიკა

80-90-იანი წლების ქართული მუსიკის კომპლექსური განხილვა გაძნელებულია იმ ფუნდამენტური ცვლილებების გამო, რომლებიც მოხდა ამ პერიოდში (90-იანი წ. წ.) ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. მუსიკალური ხელოვნების განვითარების დინამიკაში, რა თქმა უნდა, აისახა ეს რადიკალური პროცესები. 80-იან წლებში, მართალია, ჯერ კიდევ მოქმედებდა წინა ათწლეულების ცხოვრების წესის „ინერცია“, მაგრამ მუსიკაში სულ უფრო მკვეთრად იჩენდა თავს ახალი ტენდენციები, ისეთები, როგორც ჟანრული „ფონდის“ შემდგომი გაფართოება, ხალხურ-ეროვნული მასალის ჩართვა XX ს-ის მუსიკის სტილისტურ კონტექსტში, რაც მეტ-ნაკლებად ვლინდება ყველა ჟანრში, თვით საოპეროშიც, რომელიც მანამდე ნაკლებად იყო ორიენტირებული ნოვაციებზე, ასეთებია ბ. კვერნაძის „იყო მერვესა წელსა“ (1983) და გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“ (1984), რომლებსაც დიდ განსხვავებასთან ერთად, ანათესავებდა არატრადიციული სტილისტიკა, დრამატურგია და ა. შ. საბალეტო ჟანრში ანალოგიურმა ტენდენციამ თავი იჩინა ა. მაჭავარიანის „ვეფხისტყაოსანში“ (1985 დაიდგა ლენინგრადში), ტრადიციულ რაკურსშია გადაწყვეტილი ს. ცინცაძის „რივარესი“ (1982, მოსკოვი), ვ. აზარაშვილის „ხევისბერი“ (1984, ქუთაისი). შ. დავითაშვილის „ვეფხვი და მოყმე“ (1978), „ზვიადაური“ (1986, ქუთაისი), 2005 შესრულდა გ. ჩლაიძის მონოოპერა „წიგნი ნესტან დარეჯანისა“ (სოპრანოსათვის). სიმფონიურ მუსიკაში შეიქმნა რამდენიმე საყურადღებო ნაწარმოები: გ. ყანჩელის VII სიმფონია (1986) და „ლიტურგია“ (ორკესტრისა და ალტისათვის, 1989), ა. მაჭავარიანის III (1983), ს. ცინცაძის V (1985), ფ. ღლონტის VII-XI (80-იანი წლები), ი. ბარდანაშვილის №1 (1980) სიმფონიები. ხსენებული ავტორების გარდა, სიმფონიური ნაწარმოებები შექმნეს აგრეთვე გ. ბზვანელმა, ნ. გაბუნიამ, შ. დავითაშვილმა, დ. თორაძემ, რ. თოხაძემ, ვ. კახიძემ, ე. ლომდარიძემ, ო. მინდორაშვილმა, კ. როსებაშვილმა, ნ. სვანიძემ, შ. შილაკაძემ, რ. ჩიტაშვილმა, გ. ჯაფარიძემ, მოსკოვში მცხოვრებმა მ. გაგნიძემ.

კამერულ-ინსტრუმენტულ ჟანრში კვლავ ლიდერობს ს. ცინცაძე შესანიშნავი X კვარტეტითა (1984) და „24 პრელუდიით ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისათვის“ (1987), კვარტეტები შექმნეს: ა. მაჭავარიანმა, ო. თაქთაქიშვილმა, ნ. გუდიაშვილმა, ა. შავერზაშვილმა, ს. ნასიძემ, ნ. გაბუნიამ, ვ. აზარაშვილმა, მ. ოძელმა, ახალგაზრდებმა – ი. ბარდანაშვილმა, ზ. ნადარეიშვილმა, კ. ცაბაძემ, საფ. ტრიოები_ ა. შავერზაშვილმა, თ. შავლოხაშვილმა, საფ. კვინტეტები ო. თაქთაქიშვილმა, ს. ნასიძემ. ვოკალურ-სიმფონიურ და საგუნდო ჟანრებში შეიქმნა: ო. თაქთაქიშვილის „წერეთლის ჩანგით“, „ქართლის ჰანგები“ (ორივე 1983), გ. ყანჩელის „სევდა ნათელი“ (1985), ს. ნასიძის („ვედრება”), ი. კეჭაყმაძის (`დავითიანიდან~, 1980), რ. კაჟილოტის, გ. ჩლაიძის, შ. შილაკაძის, ი. ბობოხიძის, ჯ. ბეგლარიშვილის ნაწარმოებები. კამერულ-ვოკალურ ჟანრებში ციკლები შექმნეს: ო. თაქთაქიშვილმა, ვ. აზარაშვილმა, ლ. შავერზაშვილმა, შ. დავითაშვილმა, გ. სიხარულიძემ, გ. ჩლაიძემ, ა. შანიძემ და სხვა. თეატრალური და კინომუსიკის დარგებში გამოირჩევიან კომპოზიტორები: რ. ლაღიძე, გ. ყანჩელი, გ. ცაბაძე, ს. ცინცაძე, დ. თორაძე, ბ. კვერნაძე, ა. კერესელიძე, გ. სიხარულიძე და სხვ.

90-იანი წლები, რომლებმაც დიდხანს ნანატრი დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოუტანა ქართველ ხალხს, როგორც ცნობილია, აღინიშნა მთელი რიგი მძიმე პოლიტიკური, სოციალური და მორალურ-ფსიქოლოგიური კოლიზიებით, რამაც, ცხადია, მუსიკალურ ხელოვნებაშიც გამოიწვია ნეგატიური პროცესები. მკვეთრად შემცირდა თეატრალური და საკონცერტო პრემიერების რიცხვი, ახალი (განსაკუთრებით, დიდი ფორმის) ნაწარმოებების რაოდენობა, საგრძნობლად დაქვეითდა დიდი ტრადიციების მქონე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვრული დონე. მრავალმა ცნობილმა კომპოზიტორმა, შემსრულებელმა და კოლექტივმა საზღვარგარეთ დაიდო ბინა. ამავე ხანებში ქართულ მუსიკას გამოაკლდა გამოჩენილ კომპოზიტორთა ბრწყინვალე კოჰორტა, რამაც შემოქმედებითი კრიზისის საშიშროება შექმნა. ეს მძიმე წლები იმედისმომცემი მოვლენებითაც აღინიშნა: ჩამოყალიბდა მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ბათუმში გაიხსნა (1993) საოპერო თეატრი, ჩატარდა შემსრულებელთა პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსები, საუკუნის დასასრულისათვის საგრძნობლად გამოცოცხლდა მუსიკალური ცხოვრება.

შემოქმედებით ტენდენციათაგან აღინიშნება კამერული, როგორც უფრო „პორტატიული“ ჟანრების დომინირება, სასულიერო თემატიკის საგრძნობი ზრდა და, შესაბამისად, ქართული საგალობლების სტილისტური კომპლექსის მოზიდვა, გაიზარდა ე. წ. ავანგარდული საკომპოზიტორო ტექნოლოგიის შემოღწევის შემთხვევები. მეტ-ნაკლებად ეს პროცესი ყველა კომპოზიტორს, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენელთა (ა. მაჭავარიანი, რ. გაბიჩვაძე, დ. თორაძე) შემოქმედებას შეეხო. მის წამომწყებ კომპოზიტორთა – ნ. სვანიძის და ნ. მამისაშვილის გარდა მან (პროცესმა) თავი იჩინა ახალგაზრდათა (მ. შუღლიაშვილი, თ. ბაკურაძე, უფრო გვიან – ზ. ნადარეიშვილი და სხვა) ნაწარმოებებში, თუმცა არსებითად იგი მაინც პერიფერიულ მოვლენად დარჩა ქართულ მუსიკაში. უჩვეულოდ მოკლედ გამოიყურება შექმნილ და, მით უმეტეს, დადგმულ ოპერათა სია – სულ ორი დასახელება: ბ. კვერნაძის „მედეა“ და თ. შავლოხაშვილის „თეთრი მანდილი.“ „მედეა“ დაიდგა ჯერ ქუთაისში (1993), შემდეგ კი ძირეულად განახლებული სახით და „კოლხთა ასულის“ სახელწოდებით თბილისში (1997), მისი მუსიკა ინტონაციურად მკაცრი, სტილისტურად მთლიანი, დრამატურგიულად გამართულია. „თეთრი მანდილი“ (შექმნილია 1972, დაიდგა ქუთაისში 1994) თავისი ჟანრით უახლოვდება ოპერა-ორატორიას, მასში მნიშვნელოვანია გუნდის ფუნქცია, მუსიკა ყურადღებას იქცევს გამომსახველ ხერხთა სიახლით. ნაყოფიერად მუშაობენ მიუზიკლის ჟანრში ვ. აზარაშვილი, ნუნუ გაბუნია, გ. ჩლაიძე. რამდენიმე საყურადღებო ნაწარმოები შეიქმნა სიმფონიურ ჟანრში: პირველ რიგში, შავერზაშვილის მე-5 სიმფონია (1994) და ს. ნასიძის „ლიტურგიული სიმფონია“ (1992), აგრეთვე ი. გეჯაძის №3 (1993), შ. დავითაშვილის№2 (1992) სიმფონიები, რ. ქარუხნიშვილის „მუსიკა სიმფონიური ორკესტრისათვის“, მცირე საორკესტრო ჟანრის კარგი ნიმუში – ვ. აზარაშვილის „ნოქტიურნი“, ა. მაჭავარიანის, ფ. ღლონტის, თ. შავლოხაშვილის სავიოლონჩელო კონცერტები, ფ. ღლონტის „სიმფონია-კონჩერტანტე“ ფ-ნოსა და ორკესტრისათვის (1990), მთელი რიგი ნაწარმოებები დაწერა საზღვარგარეთ გ. ყანჩელმა: „სიცოცხლე შობის გარეშე“ (სიმებიანი ორკესტრის, საქსოფონისა და სოპრანოსათვის, Exil სოპრანოსა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის), ამენტო (ვიოლინოს, სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის) და სხვა. კამერულ-ინსტრუმენტულ ჟანრში აღსანიშნავია: ს. ცინცაძის უკანასკნელი მე-12 (1990) და ს. ნასიძის მე-5 კვარტეტები, ა. შავერზაშვილის მე-8 („ლიტურგიული“), ს. ნასიძის, ნ. გაბუნიას, თ. შავლოხაშვილის, ზ. ნადარეიშვილის საფორტეპიანო ტრიოები, გ. შავერზაშვილის საფორტეპიანო სონატა, ზ. ნადარეიშვილის კვინტეტი (1999), ვ. აზარაშვილის სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატები. მუსიკალური ცხოვრების დასამახსოვრებელ მოვლენად დარჩა „ავანგარდული“ მიმართულების ლიდერის თ. ბაკურაძის ნაწარმოების „2 წიგნი კვინტეტისათვის“ შესრულება (1992, შესრ. 1995). კამერულ-ვოკალურ ჟანრში შეიქმნა ა. მაჭავარიანის, ვ. აზარაშვილის, თ. შავლოხაშვილის, შ. დავითაშვილის, ნუნუ გაბუნიას, ნ. დუღაშვილის ვოკალური ციკლები და რომანსები. საგუნდო ჟანრში კვლავ ნაყოფიერად მუშაობს ი. კეჭაყმაძე, აგრეთვე ჯ. ბეგლარიშვილი, თ. შავლოხაშვილი, შ. დავითაშვილი, რ. ხორავა, ლ. თაქთაქიშვილი, რ. ქარუხნიშვილმა დაწერა ორატორია „გალობანი ვედრებისანი“ სასულიერო ტექსტებზე.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ათწლეულთან დაკავშირებული სიძნელეები ყველაზე უმტკივნეულოდ საესტრადო ჟანრმა გადაიტანა, რომელსაც იმ დროისათვის საკმაოდ შინაარსიანი გზა ჰქონდა გავლილი, ჯერ კიდევ 30-იან წლებში ფართოდ იყო ცნობილი მომღერლების: ლ. კავსაძის, ა. ვარდიაშვილის, ქ. ჯაფარიძის, თ. წერეთლის. მოგვიანებით ლ. გეგელიას, მ. ძიძიგურის და სხვათა სახელები. ათეული წლების მანძილზე ნაყოფიერად მუშაობდა გ. ცაბაძე, რომლის მუსიკამ ფართო გავრცელება პოვა. თავის დროზე საგრძნობი წვლილი შეიტანეს ამ ჟანრის განვითარებაში რ. გაბიჩვაძემ, ნ. გუდიაშვილმა, რ. ლაღიძემ, ო. გორდელმა, შ. მილორავამ, ს. მირიანაშვილმა, კ. პევზნერმა, ო. თევდორაძემ, დ. თორაძემ, გ. ყანჩელმა, ვ. აზარაშვილმა, ნ. გიგაურმა, ნ.დუღაშვილმა, ა. ბასილაიამ. 80-90-იან წლებში მათ რიცხვს მიემატნენ კ. ცაბაძე, ზ. მჟავია. ნ. გაბუნია, რ. სებისკვერაძე, მ. კვალიაშვილი, ო. ტატიშვილი, დ. ტურიაშვილი, ვ. კახიძე, ვ. დურგლიშვილი, ნ. ედილაშვილი, დ. ევგენიძე, ჯ. სეფიაშვილი („ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, 1989), ადრე ცნობილ საესტრადო კოლექტივებს – „რეროს“, „ორერას“, „ივერიას“, „ცისფერ ტრიოს“ დაემატა კიდევ მრავალი, თუმცა მათი „პროდუქცია“ მუდამ როდი იყო მაღალი მხატვრულ-ესთეტიკური თვისებების მატარებელი. ცალკეულ შემსრულებელთაგან კვლავ აქტიურად მოღვაწეობდნენ ნ. ბრეგვაძე, რომელიც ს-ის საუკეთესო მომღერლად აღიარეს, ვ. კიკაბიძე, ე. კაკულია, ს. ებრალიძე, თ. გვერდწითელი, გ. დოლიძე, მ. სეფაშვილი, თ. წიკლაური, თ. ჭოხონელიძე და სხვები.

90-იან წლებში ასპარეზზე გამოვიდა ახალგაზრდა კომპოზიტორთა თაობა: ს. ადამაშვილი, ვ. კახიძე, ი. ცინცაძე, ო. ტატიშვილი, გ. დავითაშვილი, დ. ევგენიძე, ზ. ბუცხრიკიძე, ნ. ჯანჯღავა, ნ. გაბაშვილი, ე. ჭაბაშვილი, მ. ალფაიძე, ე. ჭავჭანიძე, მ. ვირსალაძე, ნ. მემანიშვილი და სხვები.

[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები